პოლიტიკა

„კანონი – ეს მე ვარ“

№49

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 10.12

ამბები 2 (2).
დაკოპირებულია

ანუ ლუდოვიკოდან სალომემდე

რაც უფრო მწვავდება გეოპოლიტიკური დაპირისპირება, მით მძიმდება სატელიტებად მოაზრებულთა მდგომარეობაც (დავხედოთ რუკას და დავინახავთ, რომ მოცემულ მომენტში მისწრებაა სამხრეთ კავკასიის აალება, მართალია, საქართველო დიდად ვერაფერს შეცვლის, იმას გარდა, რომ თავად დაილეწება. მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი კოცონის აგიზგიზებისთვის ნაპერწკლის როლს შეასრულებს, რაც მისწრებაა ამ ჯახის ორივე მხარისთვის). შესაძლოა, ამიტომაც გამოცხადდა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას (საცა ვიწროა, იქ გაწყდესო?!), შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში უარს ამბობს ევროკავშირისგან საბიუჯეტო დახმარების მიღებაზეც (ჩვენი ძალებით მოვემზადებით, თქვენი ღირსები რომ გავხდეთო). თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირის განცხადებითვე, 2030 წლამდე გაფართოება აღარ იგეგმება, ხოლო საქართველოს კი დახმარებებს შეუჩერებენ დემოკრატიისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, გამოდის, რომ ბ-ნი კობახიძის განცხადება შემთხვევითი არ ყოფილა. ბუნებრივია, ამ განცხადების საპასუხოდ რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა (შინ – ევროპაში დაბრუნების მსურველებით) და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილიც გააქტიურდა.

როგორც თავად ბრძანა (მომყავს ციტატა): „დავიბარე ელჩები“ და დაბარებულებს სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა. თუმცა მე არ ვიცი, რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა ჩაატარონ ელჩებმა სხვა ქვეყანაში არჩევნები, მაგრამ, რაც მთავარია, ქ-ნი ზურაბიშვილი აცხადებს: „მე ვარ ერთადერთი დღეს ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის. მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს”. მე კი დავძენდი: თქვენო აღმატებულებავ, თქვენ ხართ სახელმწიფოც, კანონიც და მზე-ლუდოვიკო მეთოთხმეტის რეინკარნაციაც ოცდამეერთე საუკუნეში!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა