პოლიტიკა

კანდიდატის რეიტინგი VS უკრაინის სახელმწიფო

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 02.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ წაუგებელი ამერიკულად?!

ერთი მხრივ, ევროკავშირის ქვეყნები ემზადებიან უკრაინაში თავიანთი ჯარების შესაყვანად, მეორე მხრივ, კრემლის წარმომადგენელმა (პესკოვმა) განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უფრო და უფრო ემსგავსება ომს (ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტევები უფრო და უფრო გააფთრებული გახდება), ამასობაში კი აშშ-მა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე.

რატომ? იმიტომ რომ შესაძლოა, ნავთობის მსოფლიო ფასები გაიზარდოს და რფ-ს შურისძიებისკენ უბიძგოსო (იუწყება, არც მეტი, არც ნაკლები, „ფაინენშალ თაიმსი“). ამას გარდა, დასავლეთი შეშფოთებულა, ვაითუ რფ-ის სამხედრო პასუხმა დასავლეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანოს (ანუ უკრაინა საარტილერიო ჭურვებსაც წაუღია?!). მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური არ არის, ნავთობის ფასების ზრდა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიას დაემთხვევა და, შესაბამისად, შესაძლოა, გააუარესოს მოქმედი პრეზიდენტისა და მომავალი კანდიდატის რეიტინგი.

ბუნებრივია, გაფრთხილება არაოფიციალურია და არც ის ვიცით, დაემორჩილება თუ არა კიევი ვაშინგტონის მითითებას (ან კი როგორ არ დაემორჩილოს, როდესაც ომში მისი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეებია, ყველაფერი დანარჩენი – დასავლეთის?!). მეორე მხრივ, საინტერესო ისაა, რომ რფ-ს მხოლოდ ევროკავშირი ემუქრება (ჯარების შეყვანით), რაც, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ ბოლო სერიაში აშშ მეტად სარფიანად შეევაჭრება რუსეთს უკრაინისა და, თუ გაუმართლა, ევროკავშირელთა ხარჯზეც...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა