პოლიტიკა

ჯვარი და ნახევარმთვარე

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 14.11

ჯვარი და ნახევარმთვარე
დაკოპირებულია

ანუ „ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის“

მართალია, უკრაინაშიც მიხვდნენ (ანალიტიკოსები და ჟურნალისტებიც და თვით ოლექს არესტოვიჩი), რომ კონტრშეტევამ ვერ გაამართლა, დასავლეთსაც გული აუცრუვდა და უკრაინა საზარბაზნე ხორცად და პოლიგონადაა გამოყენებული (იმიტომ რომ რუსეთს ვერ სძლია, რადგან მეორე სცენარის შემთხვევაში, ყველა გულში ჩაიკრავდა კიევს). მეტიც, 16 წლის ბავშვების გაწვევაც დაიწყეს და ქალებსაც კი იძახებენ, თუმცა, იმავდროულად, კიევში ღამის კლუბებში ფრიად სისხლსავსე ცხოვრებააო (ამით ჩვენ ვერ გაგვაკვირვებ, ვინაიდან აფხაზეთში ომის დროს ნახევარი საქართველო დუბაიში დაფრინავდა სავაჭროდ, ხოლო, როდესაც რუსთაველის გამზირზე სისხლი იღვრებოდა, თბილისის დანარჩენი უბნები ჩვეულად განაგრძობდნენ ცხოვრებას). რაც ყველაზე შემზარავია, „გარდაცვალების ცნობებიც“ იყიდება, იმიტომ რომ დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. მოკლედ, ომის ბნელი მხარეები, ვფიქრობ, ომზე მეტად შემზარავია.

ამის პარალელურად კი, დაახლოებით, იმავენაირი სასაკლაოა ისრაელ-ღაზის დაპირისპირების არეალში და ვარაუდობენ, რომ არასასურველი სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა, სასაკლაოს არეალი გაიზარდოს. მეორე მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა „ჰამას“-ისრაელის დაპირისპირება ჯვრისა და ნახევარმთვარის დაპირისპირებად მონათლა (არადა იუდეველებთან ჯვარი რა შუაშია?!). და თუმცა არავის უნდა რელიგიური ომი, ვფიქრობ, არც უმისობაა, მოგვიწიოს ვახტანგ გორგასლის დევიზით მოქმედება: „ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი