პოლიტიკა

ჯიუტი რიცხვები

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 17.01, 2023 წელი

ჯიუტი რიცხვები
დაკოპირებულია

ანუ დამმუნათებელთა ალყაში

მოგეხსენებათ, ყოველი მხრიდან დამმუნათებლების ალყაში ვართ - ჯეროვან აგრესიას არ იჩენთ რუსეთისადმი (და რას მიქვიან, ეკონომიკურ კავშირებს არ წყვეტთო), ხოლო შემომტევთა შორის ბალტიისპირელი დეპუტატები გამოირჩევიან (თუ გულზე ხელს დავიდებთ, ხანდახან უზრდელობისა და სითავხედის ელფერიც აქვს მათ შეგონებებს).

ჰოდა, სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ეკონომისტმა იოსებ არჩვაძემ სტატისტიკას ჩახედა და გაარკვია, რომ, 2022 წლის არასრული მონაცემებით, ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ რუსეთის ფედერაციასთან, დაახლოებით, 17 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტია 7,2 მილიარდი, ხოლო იმპორტი - 9.8 მილიარდი. რაც მთავარია, ბალტიისპირეთის თითოეული სახელმწიფოს ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს.

მაგალითად, ესტონეთის იმპორტი - 2,4-ჯერ, ლატვიის - 2,3-ჯერ, ლიეტუვის - 7,4-ჯერ. მეტიც, ბალტიის სამივე ქვეყნის ექსპორტი რფ-ში საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 12,1-ჯერ, ხოლო იმპორტის - 6,1-ჯერ აღემატება.

აქვე მოგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკას 3,6-ჯერ აღემატება, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე რფ-სთან მათი, სამივეს, სავაჭრო ბრუნვა 4,7-ჯერ უსწრებს საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს.

აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ ნატოელსა და ევროკავშირელ ბალტიისპირელებს გაცილებით მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ რუსეთთან, ვიდრე საქართველოს და, იქნებ, სწორედ ამით აიხსნება მათი დამუნათებაც.

რატომ? იმიტომ რომ ქურდს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ეკონომიკურად მჭიდროდ ჩახუტებულს) კუდი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩახუტება) ეწვისო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი