პოლიტიკა

ჯანით შეფიქრიანებულები

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 27.08

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვინ მაიმუნობს?!

როგორ უცებაც გამოჩნდა დედამიწაზე კოვიდი და აბურთავეს დედამიწელები, ისე, როგორც გაუხარდებოდათ და უცებვე გაქრა, ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო (სახელად რუსეთ-უკრაინის, არსობრივად – „ნატო“-რუსეთის), ასევე, უცებ ჯანმომ ისევ შემოჰკრა განგაშის ზარებს, აწ უკვე სახელად „მაიმუნის ყვავილს“. მეტიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის (ინგლისურად მას mpox-ად უხმობენ) გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა. რატომ? იმიტომ რომ (ოფიციალური ცნობით), ჯანმოს გენდირექტორმა ბ-ნმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ყურად იღო გადაუდებელი დახმარების კომიტეტის რეკომენდაცია: „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საერთაშორისო მასშტაბით ემუქრება.

ამ ამბავს კი ათწლიანი პრელუდია აქვს: მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევები კონგოში 10 წელზე მეტია, გვხვდება და ყოველწლიურად იმატებს და იმატებსო. სახელდობრ, წელს 14 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, ხოლო 524 გარდაიცვალაო.

ამჯერად ვირუსის გამავრცელებლად თაგვებისა და ციყვების მსგავს მღრღნელებს ასახელებენ (ესე იგი, ღამურები ისვენებენ) და ის ვირუსით გამოწვეულ გამონაყარზე შეხებითაც გადადის და იმითიც, რასაც ვირუსიანი ეხებაო: ტანსაცმელი, პირსახოცი, ფეხსაცმელი და მისთანანი (ანუ ერთმანეთისგან დისტანცირება კვლავ აქტუალურია). ბუნებრივია, მედიკოსები და ადამიანების ჯანის სადარაჯოზე მდგომები აცხადებენ, რომ მკურნალობის მეთოდი არ გააჩნიათ (თუმცა მსუბუქი ფორმები იოლად გადასატანიაო).

იმის გათვალისწინებით, რომ რა ხანია, აანონსებდნენ ახალ პანდემიას (მით უფრო, რომ ერთი პანდემიის გამოცდილება უკვე არსებობს და ყველამ ვიხილეთ, როგორ კარგავს ადამიანი საღად განსჯის უნარს, რა მარტივია უამრავი ადამიანის ზომბებად გადაქცევა და დამორჩილება, როგორც რობოტების), უნდა ვივარაუდოთ, რომ მორიგს უფრო მძიმე ფორმა ექნება; რაც ან იმას დაადასტურებს, რომ განადამიანების პროცესი შეუქცევადია (არ დაგავიწყდეთ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ვირუსი არ ემართება), ან ადამიანებს გაახსენდებათ, რომ სისხლისა და ხორცის გროვები არ არიან...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა