პოლიტიკა

ინტერესიანი

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 29.11, 2021 წელი

ინტერესიანი
დაკოპირებულია

ანუ დაგვაწვინეთ, თუნდაც, ღია კართან

მართალია, ჯერ ისე ვერ გაგვირკვევია, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში – კერძოდ, განახლდა თუ არა საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (თუმცა, ეს მაინც დროის საკითხია, იმიტომ რომ ეს ამბავი ასე ტკბილადაც ვერ ჩაივლის), მაგრამ, სამაგიეროდ, გვპირდებიან, რომ რიგის მინისტერიალზე ჩვენ, ანუ საქართველოსა და უკრაინას, „ნატოელები“ დიდ ყურადღებას მოგვაქცევენ (მე რომ მკითხოთ – კაი ხნის მოქცეული უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან პრ-ი პუტინი აქტიურად მიჰყვება პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის აღდგენის პოლიტიკას).

ასეა თუ ისე, იენს სტოლტენბერგმა დაგვაიმედა, რომ „ნატოს“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდებიან და დაუდასტურებენ მკაფიო მხარდაჭერას უკრაინას, საქართველოსა და, ასე განსაჯეთ, მთლიანად შავი ზღვის რეგიონს! იმიტომ რომ, როგორც თავკაცი („ნატოსი“) შენიშნავს, აღნიშნულ ქვეყნებთან (მაშასადამე, საქართველოსა და უკრაინასთან) თანამშრომლობა „ნატოსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მეორე მხრივ, შავი ზღვისადმი „ნატოს“ ინტერესი თუ გადაგვარჩენს, რომ სასიკვდილო არ აღმოჩნდეს ის რყევები, რაც სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ხდება. თუმცა საქმეს მხოლოდ „მკაფიო მხარდაჭერა“ არ შველის, ძველი ანეკდოტის არ იყოს, თუ არ დააწვინე (არ მიგვიღეს „ნატოში“ ან აშშ-ის სამხედრო ბაზა არ განალაგეს), თუნდაც, ღია კართან, მკაფიოდ არაფერი გამოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი