პოლიტიკა

„HOT“ პროტესტი

№46

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 23.11, 2021 წელი

hot პროტესტი
დაკოპირებულია

ანუ „ქართველი კაცი რომ „ზალას“ ოთახად ჩაგითვლის“

იმ მარტივი მიზეზით, რომ ვერც ვერასდროს ვიკვეხნიდით სიდინჯითა და ჭკუადამჯდრობით, გასულ კვირას, შეიძლება, ითქვას, საკუთარ თავსაც კი ვაჯობეთ თავის მოგიჟიანებაში. მთელი ეს ამბები (რომელთა დეტალურ აღწერას არ შევუდგები – ვიცი, ისედაც იცით) მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან კერძო კლინიკაში გადაყვანას მოჰყვა (აქვე დავსძენ: ბრმისთვისაც, რაოდენ არადინჯისთვისაც, ნათელი უნდა იყოს, რომ ეს პოლიტიკური თამაშია და, ცხადია, ორივე მხარე მომენტს იყენებს, მით უფრო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვა-ბანკზე მიდის და გასაგებია, რატომაც, თუ პოლიტიკის ანაბანა მაინც გესმის).

მოგეხსენებათ, საქმე სტრასბურგამდეც მივიდა (მაგრამ იქაურებმა, შიმშილობა შეწყვიტოს, 24-მდე კი ხელისუფლებამ შესაბამისი დოკუმენტაცია მოგვაწოდოს, რომ უმკურნალებენ ჯეროვნადო). მოკლედ, ამჯერად გადავრჩით: მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა (ოღონდ, საბოლოოდ, მაინც ვერ გავარკვიეთ, შიმშილობდა თუ მარხულობდა, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა). ამასობაში კი თაკო ჩარკვიანმა (რომელიც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ცდილობს, ქართულ პოლიტიკურ ცის კაბადონზე ახალ პოლიტვარსკვლავად გაიბრწყინოს) განაცხადა: „მინერალურ წყალსა და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ“, ანუ „თეთრი ბაირაღების“ არ იყოს: „ქართველი კაცი რომ ზალას ოთახად ჩაგითვლისო...” მაგრამ პირადად მე გულზე მაინც ქ-ნი ჩარკვიანის ის მოწოდება მომხვდა: „დავყაროთ მთელ რუსთაველზე ლეიბები და გავწვეთო,“ ხოლო, რაკი ამ სიცივეში გაწოლა, თუნდაც, ლეიბზე, მთლად სასიამოვნო ვერ უნდა იყოს, ვფიქრობ, პროტესტის ეფექტიანობას გვერდითა ლეიბზე აი, ამ ფოტოზე გამოსახული ჯეელი „დააკვდებოდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი