პოლიტიკა

გულმოკლულები

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 23.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ აღსატკინებელი კიდევ ბევრია

სანამ მსოფლიოში პოლივნებების ქარიშხალი ტრიალებს, თბილისში ევროკავშირის გაფართოების შესახებ კონფერენცია გაიმართა, რის შემდეგაც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისო თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა (ვინმე რობინ ვაგენერმა) გვამცნო, რომ, მაშინ, „როდესაც მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა, პროცესისგან განზე გამდგარიყო“ და ბოლოს სამწუხარო ამბავიც გვაუწყა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია (ვითომ მანამდე სულ ლიწინ-ლიწინით მივექანებოდით ან მოექანებოდნენ).”

სავალალოდ, ბ-ნი კოორდინატორისთვის არავის უკითხავს, რა საზღვრებით აპირებენ უკრაინისა და მოლდოვის მიღებას ევროკავშირში (ის კიდევ ცალკე თემაა, მოლდოვა რომ დსთ-ს წევრია), ასევე, კორუფციის დონის შესახებაც ამ ორივე ქვეყანაში. მით უფრო, რომ სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის ფინალი გადაწყვეტს, ვინ სად აღმოჩნდება და ვისგან რა დარჩება (რუსეთის იგულისხმება, ევროკავშირიც და „ნატოც“).

მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ ამგვარი განცხადებები (საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულიაო) იმ იმედითაც კეთდება, რომ თავზარი დაგვეცემა, ვინაიდან, ვვარაუდობ, რომ ჩვენი წრეგადასული აღტკინება, ევროპაა ჩვენი შინო, იმის უტყუარ დასტურად მიიღეს, რომ ევროკავშირის გარეშე თავს არ ვიცოცხლებთ, არადა საქმე გაცილებით მარტივადაა: აღტკინება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა და ხანდახან საერთოდაც არ ემთხვევა ხოლმე ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს. რატომ? იმიტომ რომ აღსატკინებელი ამ მზის ქვეშ კიდევ ბევრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა