პოლიტიკა

გულითადები

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:08

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ვინ არის ინტრიგანი?!

როგორც მოსალოდნელი იყო, დამოუკიდებლობის დღეც გადავაგორეთ და, რა თქმა უნდა, იმავე დღეს დაანონსებული აქციაც (პერმანენტულად წოდებული პროტესტის ნაწილი, რომლის მიზანიცაა, „შინ“, მაშასადამე ევროპაში დაბრუნება). ბარემ აქვე ვიტყვი: აქციის ხალხმცირობამ მისი მესვეურნი ჩააფიქრა (ბუნებრივია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს) და დასკვნა გამოატანინა, სლოგანი და ტაქტიკა არ გვივარგაო.

უვარგათ თუ ვერა, 26 მაისი მთელმა დედამიწამ მოგვილოცა (როგორც წესი და რიგია); გულისამაჩუყებელი სიტყვებიც მოვისმინეთ (უფრო ზუსტად, წავიკითხეთ) და მეგობრობის ფიცი-მტკიციც (ცხადია, სიტყვიერი) არ დაგვკლებია. ამასთანავე, ქვეყნებმა არც საქართველოს დროშის ფერებში თავიანთთვის მნიშვნელოვანი შენობების განათება დაივიწყეს და, ამ მხრივ, თეირანს გამოვყოფდი, სწორედ და მხოლოდ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით: ვინ წარმოიდგენდა, მაგალითად, ამასიის ზავის პერიოდში, რომ ირანი ეგზომ დატკბებოდა, მაგრამ, მართლაც რომ, შეუცნობია ისტორიის გზებიც.

თუმცა მაინც სულ სხვა რამეს მინდა, მივაპყრო თქვენი ყურადღება: სახელდობრ, დიდი ბრიტანეთის მეფის – ჩარლზ მესამის – მოსალოც ბარათს. მისმა უდიდებულესობამ გვაუწყა, რომ ის და მისი მეუღლე გულითადად გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს და ფრიად ამაყობენ ჩვენი ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობით.

რა თქმა უნდა, ტკბილი სიტყვა საამო მოსასმენია, მაგრამ, რაკი ინგლისელები იუმორთან მეგობრობენ, შევეცდები, ავყვე და შევნიშნო, რომ, თუ მისი უდიდებულესობა ინტრიგანი არ არის (ძველი საბჭოური ანეკდოტის მოტივებს დავესესხები), როდის დაინახა ამ ორი ერის ურთიერთობაში ხანგრძლივი მეგობრობა?! განსაკუთრებით, იმ ფონზე, პირველი რესპუბლიკის პერიოდში გერმანელების მოკავშირეები რომ ვიყავით და უკვე საბჭოეთის გარიჟრაზე, ლოიდ ჯორჯმა რომ გაგვყიდა თხასავით?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი