პოლიტიკა

გულადი ევროკავშირელები

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.10

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ნატოს“ ქოლგის ქვეშ გამამაცებულები?!

გასული კვირის მიწურულს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა გააუქმონ შეზღუდვა და უკრაინას მისცენ უფლება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამიზნეებზე მიიტანონ იერიში. ევროპარლამენტარებმა, ასევე, შენიშნეს, რომ, თუ უკრაინას შეზღუდვებით და არასაკმარის საბრძოლო მასალას მიაწოდებენ, ეს ქმნის საშიშროებას, რომ წყალში ჩაიყაროს, რასაც უკრაინის არმიამ აქამდე მიაღწიაო (პირადად მე ვისურვებდი, ევროპარლამენტარებს ისიც ეთქვათ, რას გულისხმობენ მიღწევაში).

მოკლედ, ევროდეპუტატები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, სასწრაფოდ შეასრულონ გასული წლის მარტში აღებული ვალდებულება და უკრაინას ერთი მილიონი ჭურვიც გადასცენ, საჰაერო თავდაცვის სისტემებიც, ბუნებრივია, გერმანულ TAURUS-ებიც. ზედაც, ევროკავშირისა და „ნატოს“ წევრებს შეაგონებენ, რომ თითოეულმა უნდა აიღოს ვალდებულება, თავისი მთლიანი შიგა პროდუქტის 0.25 პროცენტი გამოუყოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. ამის პარალელურად, სანქციებიც უნდა გაგრძელდეს და ყველა იმ ქვეყნის მიმართაც, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს აწვდიანო (მაგრამ აი, აშშ რომ რუსეთს უნებლიეთ ეხმარება რუსული ურანის შესყიდვით, ეს ფაქტი ევროპარლამენტარებს გამორჩათ, ისევე, როგორც მათ მიერ მოხმარებულ რუსულ გაზსა და ნავთობში რუსეთისთვის გადახდილი ფული). მეტიც, ევროპარლამენტართა რისხვა ჩინეთსაც გადასწვდა: სანქციების დაწესებას ითხოვენ ჩინელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაც, ასევე, მესამე მხარისა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კომპანიებისთვისაც, რომ გადავჭრათ სანქციების გვერდის ავლის პრობლემაო (მე ისევ ურანს გავიხსენებ). მე არ ვიცი, როგორ იმოქმედებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანუ მიუგდებენ თუ არა ყურს ევროპარლამენტარების შეგონებებს, მაგრამ ის კი საინტერესოა, აშშ-ის გარდა რომ რუსეთთან ომის შნო არც ერთს არ აქვს, საიდან იღებს სათავეს მათი ეს შემართება – ნუთუ „ნატოს“ ქოლგის ჩრდილიდან?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა