პოლიტიკა

გეოპოლიტიკურად დაკმაყოფილებულები

№26

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 02.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სომეხი ოპოზიციონერის ცემა მადლია?!

შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი (რომელსაც რფ არ ესწრებოდა), როგორც იქნა, ჩატარდა (მას 92 ქვეყანა ესწრებოდა) და თუმცა კამალა ჰარისმა მალევე დატოვა ის, ხოლო იაპონიის პირველკაცი მხოლოდ ორიოდე საათით შეყოვნდა, კომუნიკე მაინც მიიღეს, რომელსაც ხელი, თავდაპირველად, 80-მა ქვეყანამ მოაწერა, ხოლო, საბოლოოდ, 77 დარჩა (სამმა უკან გაიწვია თავისი ხელმოწერები). მხარი დაუჭირეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა არათუ განუხილავთ, არც უხსენებიათ, ოღონდ რფ-ს მოსთხოვეს: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება და უკრაინის წინააღმდეგ ატომური მუქარების შეწყვეტა; რომ უკრაინამ შავი და აზოვის ზღვების ნავსადგურები გამოიყენოს, რათა ხელი არ შეეშალოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ყველა სამხედრო ტყვის გათავისუფლება, მათ შორის, რუსეთში უკანონოდ გაყვანილი ბავშვების დაბრუნება.

თავად უკრაინის პრეზიდენტი კომუნიკეთი კმაყოფილია და მორიგი სამიტის ჩატარებასაც ელოდება, სხვათა შორის, მასში რფ-ის მონაწილეობის იმედით. ხოლო, თუ უკვე ჩატარებული სამიტის კომუნიკეთი ვიმსჯელებთ, იქ შეკრებილებმა (ხელის მომწერებს ვგულისხმობ), რაოდენ საწუხარიც უნდა იყოს, უფრო საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილეს, ვინაიდან გეოპოლიტიკაში მუშაობს, თუ მუშაობს, „ჯერ თავოსა და თავოს“ პრინციპი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული