პოლიტიკა

გეოეკონომიკის ფარული მხარე

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 24.01, 2023 წელი

გეოეკონომიკის ფარული
მხარე
დაკოპირებულია

ანუ გერმანული ნაგავი

რაკი ადამიანი იმგვარი არსებაა, რომ ყველაფერს ეჩვევა და თვით მზესაც კი აქვს ლაქები, არათუ რომელიმე, ადამიანის მიერ შექმნილ, წეს-ჩვეულებას (დემოკრატიის თამადობით), გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ინტენსიურად აფართოებს ევროპის ბაზარზე ყოველნაირი პროდუქციის ექსპორტსო.

იკითხავთ, როგორო?! როგორ და ლამაზად, ანუ შემდეგნაირად: ევროპაშიც აღმოჩენილან პერსონები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ რუსულმა საქონელმა, ბუნებრივია, სხვა ქვეყნების საბუთებით, შეაღწიოს ევროპის ბაზარზე (სამწუხაროდ, არა მხოლოდ პოლიტიკას, ეკონომიკასაც უამრავი ქვედა დინება აქვს, რომლებიც ამაღლებულად იფუთება საშუალო სტატისტიკური მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ნათელი მომავლისთვის ბრძოლის ლოზუნგებით აბრუებენ).

შესაძლოა, იკითხოთ, მაშინ რატომღა ილაშქრებენ ევროდეპუტატები საქართველოს წინააღმდეგო?! რის პასუხიც მეტად მარტივი და ყველა დროისა და ეპოქისთვის უნივერსალურია: პატარა კაცსა დიდ კაცთან, როდის გასვლია მართალი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში - ტყუილიც)?!

ასეა თუ როგორცაა და არადა ისეა, როგორც მარიფათიანი ხალხისთვისაა ხელსაყრელი - იმიტომ რომ (კვლავ გავიხსენებ) სწორედ ომებისას იჭრება ყველაზე დიდი ფული, ამასობაში გერმანიაში, სადაც ნაგვის ურნებიდან საკვების ამოღება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის ჩამდენი ისჯება, მთავრობა აპირებს, რომ სანაგვე ყუთიდან საკვების ამოღების გამო სასჯელი, მაშასადამე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმოს.

მე არ ვიცი, რამ გაუჩინა გერმანიის მთავრობას მსგავსი სურვილი, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ჩვეული ამბავია ნაგავში ქექვა (და შეიძლება, ჩვენ არც არაფერი გვაქვს ვინმეზე სალაპარაკო, ვინაიდან მეორადი ევროპული თუ არაევროპული ტანსაცმლითა და ავტომობილებითაა გადაჭედილი ჩვენი ქვეყანა), მაგრამ მაინც იბადება კითხვა: ვის მოიაზრებს გერმანიის მთავრობა გერმანული ნაგვის მჭამელებად?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი