პოლიტიკა

გავლენის აგენტები და სასარგებლო იდიოტები

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.02

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ასტამით საცემები?!

რაც თავი მახსოვს (ჟურნალისტიკაში, ბუნებრივია), საქართველოს ყველა ხელისუფლება (ჯერ კიდევ მინისტრ კარტოზიას მინისტრობიდან მოყოლებული, რაც ქართული განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო დასავლური გრანტებით) ჰაგიოგრაფიას ერჩის (სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდშიც იგივე ტენდენცია იჩენდა ხოლმე თავს პერიოდულად).

ეს ტენდენცია (რამენაირად ვნების) შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან სააკაშვილის მთავრობამაც გადაიბარა და მინისტრი ლომაია (იმას გარდა, რომ მას რუსული სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ქართულად უშეცდომოდ წერა-კითხვა მისთვის უცხო ხილი იყო) ისე ერჩოდა „შუშანიკის წამებას“, ვარსქენსაც კი შეშურდებოდა. და არა მხოლოდ „შუშანიკის წამებას“, ზოგადად, ძველ ქართულ ლიტერატურას (მოსწავლეები ეწამებიან ჰაგიოგრაფიის სწავლებისასო), თუმცა, საბოლოოდ, „შუშანიკის წამებამ“ აჯობა ლომაიას წამებას, ოღონდ ტრადიცია „ოცნების“ მიერ ძალაუფლების აღების შემდეგაც გაგრძელდა. მაგალითად, მინისტრმა ჯეჯელავამ „ავთანდილის ანდერძიც“ კი დაიწუნა (რატომ უნდა ვიცოდეო?! მართალიცაა, ჩინოვნიკის მონური როლის შესასრულებლად შოთა რუსთაველი მოკავშირე ვერ იქნება). უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ქართული სიტყვების მნიშვნელობა არც მან იცოდა (მინისტრს არც კი ეუხერხულა, საჯაროდ ეთქვა, რა ჯანდაბაა ასტამიო, მაშინ, როდესაც ნებისმიერმა მეცხრეკლასელმა იცის მისი მნიშვნელობა).

ასეა თუ ისე, აწ უკვე ბ-ნმა გია მურღულიამ გვამცნო, რომ სკოლაში უმჯობესია, შეიზღუდოს ჰაგიოგრაფიის სწავლება და ჩანაცვლდეს თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებით. ბუნებრივია, მოსაზრება ნებისმიერი შეიძლება, გამოითქვას, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა ჩვენი მეზობელი ტერიტორიასაც გვედავება, ისტორიულ ძეგლებსაც და ლიტერატურასაც, იმიტომ რომ მათი ნაწილი სრულიად უისტორიოა და კულტურულ შლეიფსაც მოკლებული, ცხადია, 1500-წლიან ქართულ ლიტერატურას, მით უმეტეს, ჰაგიოგრაფიას, „პატრონი“ გამოუჩნდება, მაგრამ აქ კიდევ სხვა „მაგრამიცაა“: თუ გაიაზრებ, რომ 1500-წლიანი ლიტერატურა გაბადია, ასე იოლად ვეღარ იქცევი მომსახურე ხალხად, რომლებიც საყველპურო ინგლისურითა და კომპიუტერზე მუშაობის მინიმალური უნარ-ჩვევებითაც იქნებიან კმაყოფილი?! შესაბამისად, იბადება კითხვა ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში ამავე ეტაპზე გავლენის აგენტია მეტი თუ მაინც სასარგებლო იდიოტი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული