პოლიტიკა

გავძღებით?!

№20

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.05, 2022 წელი

გავძღებით
დაკოპირებულია

ხორბლისა და სიმინდის მარცვლებზე იაფი...

მოგეხსენებათ, რომ რფ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინიდან (იმ ტერიტორიიდან, რომელიც დაიპყრეს) ხორბლის მარაგის ნაწილი წაიღეს (ხორბლის მარაგი აუცილებელია სამომავლოდ ხორბლის დასათესადაც) და, რაც დარჩა, სავარაუდოდ, იმასაც გაზიდავენ (სულ – მილიონ 300 ათასი ტონა ხორბალი იყო საცავში). ამასობაში კი, ამერიკელმა სენატორებმა მოუწოდეს თავიანთ პრეზიდენტს, შავ ზღვაში, არც მეტი, არც ნაკლები, ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას, რომ უზრუნველყოს უკრაინაში არსებული ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის (მილიონობით ტონის) გატანა, ანუ გამოტანა, ვინაიდანო ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც მოსავლის აღებისთვის ემზადებიან, ვერსად შეინახავენ ახალ მოსავალს და ვერც სხვა ქვეყნებში გაგზავნიანო.

მოგეხსენებათ, უკრაინის პორტები ვერ მუშაობს, ამიტომაც აშშ-ელი კანონმდებლები დაფაცურდნენ, რაკი საზღვაო დერეფანი ერთადერთი გზაა საკმარისი საკვების მიწოდებისთვის, იმიტომო, რომ „საკვებისა და მიწოდების გლობალური ხარჯების მაღალი დონეა“, ანუ ბევრს ვჭამთ დედამიწელები, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფს მარცვლეულის საკმარისი ოდენობით გადატანას.

მე არ ვიცი, გაიტანს თუ არა აშშ უკრაინიდან მარცვლეულსა და ზეთს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ უკრაინის საზღვაო ქვეითთა მეთაურის სერგეი ვოლინსკის განცხადებას (მომყავს სრულად): „ჩვენ ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში ვართ და მთელი მსოფლიო უბრალოდ გვიყურებს. გადაარჩინეთ სამხედროები „აზოვსტალიდან!“ „ჩვენ ვიბრძვით... თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ, იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების სიტყვები მათ მოქმედებას აიძულებს, მაშინ მოგიწოდებთ, იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონის გადასარჩენად! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, ყველას მოვუწოდებ, დავეხმაროთ უკრაინელი სამხედროების exstraction პროცედურის განხორციელებაში! საზღვაო ქვეითები ყოველთვის უკრაინისა და სიტყვის ერთგულები არიან!“ მეტად უცნაურია, რომ ამერიკელი კანონმდებლები ხორბლისა და სიმინდის მარცვლებზე უფრო წუხან, ვიდრე ცოცხალი ადამიანებისთვის დერეფნის გახსნის შესაძლებლობაზე...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი