პოლიტიკა

გასკვანჩულები

№24

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 18.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ჰააგის მადლით?!

ბევრი იმუქრეს თუ ცოტა, აშშ-ელმა კანონმდებლებმა ჩვენებურ კანონმდებლებს სანქციები დაუწესეს (კონგრესს ჩვენებური ოპოზიციაც ეახლა ცეცხლის შესანთებად), ბუნებრივია, იმის გამო, რომ ყველაფერი დასავლური ეჭვგარეშეა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალება ანტიდასავლურია. მართალია, მთლად მკაფიოდაც ვერ შევიტყვეთ, ბოლოს და ბოლოს, ვის აეკრძალა აშშ-ში შესვლა (ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა გვაცნობეს, რომ ეს ინფო კონფიდენციალურია და ვერ გავამჟღავნებთო), მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ფრიად საინტერესო ვითარება შეიქმნა: სულ ახლხან აშშ-მა ჰააგის პროკურორების წინააღმდეგაც გაილაშქრეს, სანქციებს უწესებენ, ვინაიდან მათ ისრაელის პრემიერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვეს. ხოლო უფრო ადრე პრ.-ი პუტინი გამოაცხადა ჰააგის სასამართლომ ძებნილად. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა: პრ.-ი პუტინი ფრიად თავისუფლად დასეირნობს, სადაც გაუხარდება და, რაც მთავარია: ჰააგის სასამართლოს არ აღიარებს არც აშშ, არც რფ და არც ისრაელი.

აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: თუ ინსტიტუციას არ აღიარებ, მის მიერ ან მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რა თავში იხლი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა