პოლიტიკა

გარჩევა ამერიკულად

№29

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 26.07, 2022 წელი

გარჩევა ამერიკულად
დაკოპირებულია

ანუ ორი არშინი?!

ჩვენ კი გვეგონა, რომ მხოლოდ ზოგიერთი დასავლელი (უმეტესწილად, აღმოსავლეთ ევროპიდან) პოლიტიკოსი დაემსგავსა საბჭოთა ცეკას ინსტრუქტორს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არეალი გაცილებით ფართოა. კერძოდ, სულ ახლახან სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლემ (ლაშა ჩხიკვაძემ, რომელიც, სხვათა შორის, 24 ივნისს აშშ-ის საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა, უდიდესი ალბათობით, იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას სასჯელი შეუფარდა) გაგვიმხილა, რომ მას შემდეგ რაც, გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს (კევინ ბურკი) შეხვდა და იმას გარდა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დაინტერესდა, დასძინა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩს აინტერესებდა, თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და იქვე შეატყობინა, რომ აშშ-ში ვერ გაემგზავრებოდა.

დამეთანხმებით, მიუხედავად იმისა, როგორი მოსამართლეა ზემოხსენებული ბ-ნი ჩხიკვაძე, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის ქმედება არათუ სცილდება დემოკრატიის პრინციპებს, შუა საუკუნეების მორალს უახლოვდება და უნდა ვაღიაროთ, არა იმიტომ, რომ აშშ-ში დაავიწყდათ დემოკრატიის ანბანი, უბრალოდ; ჩვენ ვეჩვენებით ტყიდან ახლახან გამოცვენილებად.

ხოლო, ვინაიდან (მიუხედავად ჩვენი არასტაბილური და ინფანტილური ხასიათისა) ტყიდან ძალიან დიდი ხნის წინათ გამოვცვივდით, იბადება კითხვა: ვითომ მიზანმიმართულად ცდილობენ დასავლეთის გაბიაბრუებას საქართველოს მოქალაქეების თვალში?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი