პოლიტიკა

გამოცდილებადაგროვილები

№50

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 17.12

ამბები 2
დაკოპირებულია

სანამ ჩვენთან საპროტესტო აქციებია, მოთხოვნებით, ევროპაში მინდა და გვარუსებენ და იმდენადაც კი დაგვებინდა გონება, რომ სკოლის მოსწავლეებიც მიიყვანეს აქციებზე (მათაც იგივე მოთხოვნები აქვთ და მერე რა, რომ ეს საკითხი მათთვის ჩინურია); 

ზედაც, იქამდეც დავეცით, რომ სპეცრაზმელების სიაც გამოქვეყნდა (სხვათა შორის, ეს ის სპეცრაზმია, რომელიც საოკუპაციო ზოლზე დგას და მათ გაწვრთნას წლები სჭირდება, ანუ ისინი სახელმწიფოს სჭირდებიან და არა რომელიმე ხელისუფალს), სირიაში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებული ბანაკებიც გამოიკვეთა: რუსეთი-ერაყი-ირანი ასადს უჭერენ მხარს, თურქეთი და აშშ – ასადის ოპოზიციას, იქვე იკვეთება ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ინტერესებიც, საქმეში არიან ჰესბოლა და ჰუსიტებიც. ბრძოლებიც სისხლისმღვრელია. ხოლო ამის ფონზე, თურქეთის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია (მოვიტან ამონარიდს): „მალე ჩვენ დამასკოს, ალეპოსა და სხვა ქალაქებს კანონიერ მფლობელს დავუბრუნებთ (არ კონკრეტდება, ვის) და გავემართებით ზანგეზურის დერეფნისკენ“ (ეს ის ავადსახსენებელი ზანგეზურია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაა და რომელიც აზერბაიჯანს ავტონომია ნახიჭევანთან აკავშირებს). ზემოთქმული კი, არც მეტი, არც ნაკლები, ნიშნავს თურქეთისა და ირანის სამხედრო დაპირისპირებას აქვე, ყურის ძირში. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჩვენი ახალგაზრდები დიდი მონდომებით ისროდნენ პიროტექნიკას (საყვარელი ანიმეს გმირებივით), ვფიქრობ, გამოადგებათ ომობანას თამაში ახლა უკვე (პირი ქვისკენ მიქნია და), არაა გამორიცხული, ნამდვილ ომში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა