პოლიტიკა

გამობუსტერება კვადრატში

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 10.05, 2022 წელი

ამირან გამყრელიძე
დაკოპირებულია

მილიარდები – წყალში...

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო სულ სხვა ამბებითაა დაკავებული და დღე დღეზე თვით ბირთვულ გასროლასაც კი ელის, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-სოციალურ სცენაზე კვლავ გამოჩნდა მისი უდიდებულესობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და, ბუნებრივია, ისევ პანდემიაზე ალაპარაკდა. განმეორებით შეგვაგონა, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ პანდემიის დასასრულის გზა იმუნიზაციაზე გადისო და თუმცა ომის დაწყების შემდეგ კორონა აღარავის გახსენებია, ჩვენებურმა დაგვიცაცხანა, პანდემია არათუ არ დასრულებულა, ჯერჯერობით არც კი ჩანს, როდის დასრულდებაო.

რა თქმა უნდა, შეგვახსენა, რომ პანდემიის დასრულებას აცრებთან აქვს პირდაპირი კავშირი (თუკი დედამიწის მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრებაო) და ამიტომაც მოსახლეობას მოუწოდა, ცივი პერიოდის დაწყებამდე (არადა ახლახან მოვილიეთ ზამთარი, ანუ ზაფხულამდეც კი ერთი თვეა) აცრისკენ მოგვიწოდა. ზედაც, დაამატა, არც აცრა და არც კორონავირუსის გადატანა (არც ორივე ერთად) მუდმივ იმუნიტეტს არ ტოვებს, ამიტომ მეორე „ბუსტერია“ აუცილებელი 50 წელს გადაცილებულთათვისო.

მე არ ვიცი, რამ გაახსენა აცრები და პანდემია ბ-ნ გამყრელიძეს, შესაძლოა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ, რომ სახელმწიფომ 2 წელიწადში მილირდი ლარი გადაყრა წყალში, ანუ გადაუხადა კერძო კლინიკებს ცარიელ საწოლებში. შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა: თუ კლინიკებში საწოლები თავისუფალი იყო, რატომ არ იღებდნენ პაციენტებს?! ბ-ნი გამყრელიძის შემართება კი შთაგვაგონებს მორიგ რიტორიკულ კითხვასაც: კიდევ ერთი ამდენი მილიარდის წყალში გადაყრისთვის იღვწის?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი