პოლიტიკა

ევროლიდერთა „ომი“

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 05.12, 2022 წელი

ევროლიდერთა ომი
დაკოპირებულია

ანუ პაიკების გასაჭირი

მართალია, რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ პარალელურად სხვა „ომიც“ დაიწყო. კერძოდ, ბორის ჯონსონმა (ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა) პორტუგალიური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, ჯერ ერთი, საფრანგეთი უარყოფდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობას, ხოლო გერმანია, საერთოდაც, იმედოვნებდა, რომ უკრაინა მალევე დამარცხდებოდა და კონფლიქტი არ გაჭიანურდებოდა (ამიტომ დახმარებას აზრი არ აქვსო), აი, იტალია კი იმას შიშობდა, რუსეთმა თუ გაზის მოწოდება შეგვიწყვიტოსო.

ბორის ჯონსონის ამ საჯარო აღიარებას გერმანია გამოეხმაურა და, ცხადია, უარყო ბრალდება (უკრაინის პაიკად შეწირვას არ ვაპირებდითო). გერმანიის კანცლერის პრესსპიკერმა ჯონსონი ფრიად აგდებულად მოიხსენია (გამრთობად) და დასძინა, რომ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი და სიმართლე ერთმანეთთან ფრიად მწყრალად არიან, ანუ სიმართლეს იშვიათად ამბობსო, მაშასადამე, ახლაც იტყუებაო. მეორე მხრივ, თავის დროზე, გერმანიაში უკრაინის ელჩიც ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მას გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რაკი რუსეთის თავდასხმას სამ დღესაც ვერ გაუძლებთ, დანებდითო...

ერთი შეხედვით, ჯონსონის გულახდილობა თითქოს შოკის მომგვრელია (თუ სიმართლეა), თუმცა, თუ გულდინჯად გავიაზრებთ, იოტისოდენადაც არ არის შემაძრწუნებელი: ჯერ ერთი, არავის უნდა ყურისძირში ომი (ახლო აღმოსავლეთში ან უფრო შორს ჯობს); მეორეც, დახმარების გაწევა ნიშნავს, რომ შენ იკლებ, მესამეც - ევროპელმა პოლიტიკოსებმა იციან, რომ, თუ მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნიან, თავიანთ სკამებს ისევე ვეღარ იხილავენ, როგორც თავიანთ ყურებს. იმიტომ რომ ეს პოლიტიკაა და არა, როგორც ჩვენ გვასწავლეს, რომანტიკა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი