პოლიტიკა

ევროქვევრები

№10

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.03

ევროქვევრები
დაკოპირებულია

ანუ ამბავი კრამიტების დაცურებისა

მოგვწონს თუ არა, მეტიც, ვეთანხმებით თუ არა, ადამიანი ისეთი არსებაა, რომ იოლად ექცევა გავლენის ქვეშ – ფაქტობრივად, ქვევრია, რასაც ჩასძახებს, იმას ამოგძახებს, ანუ, თუ მოახერხე და რამეში დაარწმუნე გარედან, იფიქრებს, რომ თავად მივიდა მსგავს დასკვნამდე.

განსაკუთრებით აიოლებს ამ ამბავს თანამედროვე ტექნოლოგიები და შედეგსაც ვხედავთ, თუნდაც, ჩვენი საზოგადოების მაგალითზე. ამ სავალალო ვითარებას მარილს აყრის ჩვენივე სამხრეთული ბუნება, რის წყალობითაც, ემოციები ჭარბად გვეძალება, ემოციების ტყვეობაში კი ნებისმიერი, თვით ყველაზე წარმოუდგენელი აზრების ჩანერგვაა შესაძლებელი, იმიტომ რომ ემოციები ბინდავს გონებას, არეულს კი საერთოდაც უცურებს კრამიტებს.

მაგრამ, როგორც ჩანს, კრამიტების სიმყარეს მხოლოდ ჩვენში არ უჩივიან, მათი სიმყარის იმედი არც ევროპაში ჰქონიათ. და რაკი არ ჰქონიათ, კიბერუსაფრთხოების მიზნითო, ევროპარლამენტის თანამშრომლებს Tik-Tok-ის აპლიკაციის გამოყენება აუკრძალავთ.

რატომ? იმიტომ რომ Tik-Tok-ის მფლობელი ჩინური კომპანია BytedDance-ია და ჩინეთის მთავრობამ აპლიკაცია შესაძლოა, გამოიყენოს მომხმარებელთა მონაცემების მოსაპოვებლად ან თავისი ინტერესების გასატარებლადო.

ჰოდა, რომ არ გამოიყენოს, ანუ მავნე ზემოქმედება არ მოახდინოს ევროპარლამენტართა ნათელ გონებაზე, 24 თებერვალს Tik-Tok-ის აპლიკაციის გამოყენება ევროპარლამენტარებისთვის აიკრძალა.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: მაშ, თავისუფალი არჩევანი?! და აქვე ეცემა პასუხი სხვა კითხვას: რატომ არ ეპატიება საქართველოს ის, რაც, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებს (მათ შორის, კანონი უცხოური ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ)?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №12

20-26 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი