პოლიტიკა

ელჩთმოძულეობა ახალქართულად

№7

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 22.02, 2021 წელი

ელჩთმოძულეობა
ახალქართულად
დაკოპირებულია

„პიონერი“ და მიმდევრები

ერთგვარ მოდად იქცა უცხოელი ელჩების ლანძღვა-გინება, განსაკუთრებით – ევროპის მიმართულებით და ამის უდავო პიონერი „ლეიბორისტთა“ უცვლელი ლიდერი შალვა ნათელაშვილია.

ეს უკანასკნელი ამას წინათაც დაესხა თავს გერმანიის ელჩს საქართველოში – ივანიშვილი კვებავსო, ბუნებრივია, მე, სულაც, არ ვფიქრობ, რომ ელჩები ან, ზოგადად, დასავლელები შეუცდომლები არიან, უბრალოდ, როდესაც პოლიტიკოსად მოგაქვს თავი, იმდენი უნდა იცოდე და არ მგონია, ბ-ნმა ნათელაშვილმა არ იცოდეს, რომ ელჩზე თავდასხმა მის ქვეყანაზე თავდასხმაა, მეორე მხრივ კი, იმის გააზრება უჭირდეს, რა და როგორ თქვას, რადგან სათქმელის სწორად ჩამოყალიბება პოლიტიკის ხელოვნება, ანუ თქვა, რაც გინდა, ოღონდ კორექტულად. მოგვიანებით, შალვა ნათელაშვილის კვალს ნიკა მელიაც გაჰყვა: აშშ-ის ელჩი შეურაცხყო (უფრო კორექტულად, ვიდრე შალვა ნათელაშვილი ამბობს ხოლმე, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ მამაკაცს არ შეშვენის ქალის გარეგნობაზე ქილიკი, თანაც – თუ გულზე ხელს დავიდებთ, არც ბ-ნი მელიაა გამოხოხებული პირს ბროსნანი) და, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილიც თავის სტიქიაშია.

კერძოდ, აწ უკვე უკრაინელმა ჩინოვნიკმა სააკაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩს (დოლგოვს) მოსყიდული უწოდა და პირადად მე მებრძვისო (რაკი ელჩმა დოლგოვმა განაცხადა, რომ უკრაინა არ მიესალმება უკრაინელი ჩინოვნიკის ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში და არც არეულობისკენ წაქეზებასო).


არადა, უკრაინის ელჩმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ ტიპის განცხადებები არ წაადგება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსო და, ვინაიდან, აი, ის კი დანამდვილებით ვიცი, ვინ-ვინ და მიხეილ სააკაშვილს ზუსტად მოეხსენება, რაა ქვეყნის საზიანო განცხადება და ქმედება (ისევე, როგორც სასიკეთო), სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, ამაზე თავს ვერ დავდებ (ანუ არ გამოვრიცხავ – არც იცოდეს, რას როგორ ან რისთვის ამბობს), ვითარება იმდენად უცნაურია, არ შემიძლია, არ დავეთანხმო თანამედროვე მეცნიერებას – რომ კაცობრიობა დეგრადაციას განიცდის. ხოლო ადამიანების ტვინები უფრო და უფრო შტერდება (რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ – მაინც გამოვრიცხავ შეგნებული მავნებლობის ვერსიას).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი