ეგოცენტრიზმი ნაჯვარი უმადურობასთან
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 10.12
ანუ ბაირამობა სეპარატისტულად
სანამ ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციას ვარჩევთ და, ზედ, იმასაც, ევროპისკენ მივდივართ, რუსეთისკენ თუ, უკაცრავად პასუხია და, ჯანდაბაში (ცნობისთვის: ჯანდაბა ქალაქია ინდოეთში და სწორედ მას ვგულისხმობ), დე-ფაქტო აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა (ჩვენებურ ოპოზიციას თავისთვის უნდოდა და, მგონი, სეპარატისტებისთვის გამოუვიდათ). სახელდობრ, დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებულმა, პარლამენტმა „პრეზიდენტ“ ბჟანიას გადადგომის შემდეგ 2025 წლის 15 თებერვალს დანიშნა არჩევნები. აქვე შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ბჟანია 19 ნოემბერს გადადგა ოპოზიციის ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ. ეს პროტესტი კი რფ-სთან გაფორმებული შეთანხმებას მოჰყვა, რის მიხედვითაც, რუსეთს ეძლეოდა უფლება, განეხორციელებინა ინვესტიცია და აეშენებინა აპარტამენტები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების საკუთრება გახდებოდა. შედეგად, ბჟანიამ წასვლა არჩია, ოპოზიციამ კი თავის მიერ დაკავებული შენობები გაათავისუფლა. ამის პარალელურად, დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვისაც ემზადება, რომლებიც გულისხმობს „პრეზიდენტის“ რიგი უფლებამოსილებების „პარლამენტისთვის“ გადაცემას. ამ ცვლილებების მიზანი ნათელია – აფხაზებს ცოცხალი თავით არ უნდათ, რომ აფხაზეთში აფხაზეთის მცხოვრებლების გარდა ვინმე ფლობდეს კერძო საკუთრებას.
მათი ეს მისწრაფება თითქოს გასაგებია, მაგრამ გაუგებარია უსაზღვრო ეგოცენტრულობა (ნაჯვარი უმადურობასთან): რუსეთის დახმარებით აფხაზეთიდან ქართველები გამოდევნეს და გამარჯვება თავად მიიწერეს; შემდეგ აღიარებაც იჩუქეს (2008 წლის ომში, როგორც ნადავლი), დაფინანსებასაც რუსეთიდან იღებენ, ოღონდ მაინც იბრიქებიან. მართალია, მე არ ვიცი, რამდენ ხანს აცდის რფ მათ სახელმწიფოებრიობანას თამაშს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ჩვენებური სეპარატისტები კვალდაკვალ მიჰყვებიან ცნობილ რუსულ გამონათქვამს – íჭჯëîñòü âòîðîå ñ÷ჭñòüå, მაგრამ, ვეჭვობ, როგორც კი რფ ოჩამჩირის პორტს გაინაღდებს, სეპარატისტულ ბაირამობასაც ბოლო მოეღება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან