პოლიტიკა

ძველი მტერი

№53

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.01

ძველი მტერი
დაკოპირებულია

ანუ ახალი მოყვარე

მაშინ, როდესაც პრ. პუტინი იმ ამბავს ყვება, რომ მთიანი ყარაბაღი, საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ცხინვალსა და სოხუმს თვითგამორკვევის უფლება აქვთ, ყირიმს კი ესეც არა – პირდაპირ ჩაიჯიბა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (მევლუდ ჩავუშოღლუ) ახლახან თურქეთის პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა სიტყვით (ან კი რატომ არ გამოვიდოდა, როდესაც თურქეთის რესპუბლიკამ მოახერხა და ოცდამეერთე საუკუნეში თავისი ჩექმა შემოდგა სამხრეთ კავკასიაში?!).

შესაბამისად, შენიშნა (ბევრ სხვა რამესთან ერთად), რომ თურქეთი, არც მეტი, არც ნაკლები, ძველ დიდებას იბრუნებს დედამიწაზე, ამიტომაც მთლად მთელი გალაქტიკისაც არა, მაგრამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ვერც ისე იოლად წამოარტყამენ ხელს და, რაც მთავარია, ჩაგრულთა მხსნელიაო.

თუ გავიხსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთი-ორჯერ (სანამ პრ. პუტინს გონება „გაუნათდებოდა“, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებაა) ახსენა, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს (და არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი, დე-ფაქტო აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტიაც“ მოიხსენია), ზედაც, მოგვიანებით, დაამატა, რომ ყირიმს არ აღიარებს რფ-ის ნაწილად, ვიტყოდი, წინ საინტერესო მოვლენები გველის-მეთქი, ოღონდ, რაკი ეს მოვლენები ჩვენს საცხოვრებელ არეალში უნდა განვითარდეს და, მეორე მხრივ, რომ მახსენდება, როგორ გაიყვეს ლენინმა და ათა თურქმა საქართველოს მიწები (ზედაც - სომხეთ-აზერბაიჯანისა, ანუ, ზოგადად, სამხრეთ კავკასია), არც კი ვიცი, რაც მოვისმინეთ საბედნიეროა თუ სამწუხარო – იმიტომ რომ ისტორია დაუსრულებლად მეორდება, ჩვენ კი, დაბეჯითებით სამწუხაროდ, ვუარესდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...