პოლიტიკა

ძუძუს გოჭები?!

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 11.01, 2022 წელი

ძუძუს გოჭები
დაკოპირებულია

ანუ გაყურსული ოპოზიცია

ალბათ, იმიტომ რომ ძალა აღმართს ხნავს ან ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო ვლ. პუტინი ევროკავშირისთვის მეტად საჭირო კაცად იქცა. ან კი როგორ არ იქცეოდა, როდესაც ევროკავშირი 1 000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 2 000 დოლარზე მეტსაც კი იხდის (რატომ? ვინაიდან რუსეთმა გაუძვირა).

ამასობაში კი, „გაზპრომი“ სომხეთს იმავე ოდენობის, ანუ 1 000 კუბმეტრ გაზში 165 აშშ დოლარს გადაახდევინებს. ბელორუსს, საერთოდაც, 128 აშშ დოლარი უჯდება ციმბირული გაზი, აი, ჩინეთი კი 12 აშშ დოლარით მეტს იხდის, ვიდრე ბელორუსი.

საინტერესო ისაა, რომ თავად რუსეთში, რეგიონების მიხედვით, 1 000 კუბური მეტრის ფასი 54-დან 108 დოლარამდე მერყეობს, ოღონდ საოცარი ისაა, რომ გაზის პატრონ რფ-ში გაზიფიცირებული ქვეყნის მხოლოდ 72 პროცენტია. აღმოსავლეთ რუსეთში კვლავ შეშისა და ნახშირის ღუმელებით თბებიან და ასეთები, ანუ ღუმელების მომხმარებლები, მაგალითად, ალტაის რესპუბლიკაში მოსახლეობის 39 პროცენტი; ბურიატიაში – 43, ბაიკალის იქითა მხარე – 50, ტუვის რესპუბლიკაშიც – 50, მეტიც, თვით ფსკოვის ოლქშიც კი, რომელიც რუსეთის დასავლეთშია განთავსებული უგაზოდ მოსახლეობის მესამედია.

ცხადია, რფ თავად მოუვლის თავის თავს და რუსეთის მოსახლეობასაც, როგორც ჩანს, ურჩევნია, სხვის მიწებს წაეპოტინოს და ამით გათბეს (არადა, მიწა ცივიაო), ვიდრე საკუთარი გზით, ანუ კომფორტულად. რასაკვირველია, არჩევანი მათია და ეს თავისუფლება ზემოდანაც აქვთ ნაბოძები, მე ის ამბავი მაწუხებს, შაჰ-დენიზიდან მოწოდებული გაზის მოცულობა რომ იზრდება, რაც ჩვენს მილებში გადი-გამოდის, ანუ უფრო და უფრო მეტ უფასოსა და შეღავათიანფასიან გაზს ვიღებთ, მაგრამ გაზის ტარიფი გვიძვირდება და გვიძვირდება და, რაც მთავარია, ამ ამბავს არც ოპოზიცია იმჩნევს, იმდენად არიან გაყურსულები, ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, იქნებდა, ძუძუს გოჭები ბრძანდებიან?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა