პოლიტიკა

დროზე ადრე

№12

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 26.03

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ომს „ნაფოტი“ ჩამოჰქონდა...

მაშინ, როდესაც, მართალია, აშკარად არა, მაგრამ მაინც ლაპარაკობენ კონტინენტური ევროპისა და ანგლოსაქსების ინტერესების დაპირისპირებაზე, უფრო ზუსტად, ქიშპზე ამ გაქანებული გეოპოლიტიკური ჯახისას, რომელიც არავინ იცის, როგორ დასრულდება, გაცხადდა რომის პაპის მოსაზრება, რომ „უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა“. საინტერესო ისაა, რომ რომის პაპმა (ვატიკანს კი მსოფლიოს ძალის ერთ-ერთ ძლიერ ცენტრად მიიჩნევენ) – თავისი ხვაშიადი შვეიცარიულ გამოცემას გაუმხილა, რომელსაც თებერვალში მისცა ინტერვიუ, არადა, ინტერვიუ 20 მარტს უნდა გამოქვეყნდეს. შესაბამისად, უცნაურია, რატომ გახდა წინასწარ ცნობილი რომის პაპის მოსაზრება?! ვინც პოლიტიკას მეტ-ნაკლებად იცნობს, იცის, რომ ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამჟღავნების დროს ძალიან დიდი, შეიძლება, საკვანძო მნიშვნელობაც კი ჰქონდეს.

ვატიკანის პირველი პირის ნათქვამს საკმაოდ დიდი და მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, უკრაინაშიც (ვატიკანის ელჩი დაიბარეს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს) და, ბუნებრივია, სრულიად დასავლეთშიც. მაგალითად, „ნატოს“ გენმდივანმა განაცხადა, რომ „თეთრი დროშის“ აღმართვა კაპიტულაციას ნიშნავს და დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, განაგრძონ უკრაინის სამხედრო დახმარება.

მეორე მხრივ, თუმცა არც ისე აქტიურად გაშუქებულა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა და, ამდენად, პანთიფიკოსი არაფერს იტყოდა ისეთს, რაც წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა. შესაბამისად, იბადება ეჭვი, რომ განზრახ გამჟღავნდა ის, რაც რომის პაპს კონკრეტულ დროს უნდა ეთქვა. ეს კი იმასაც მიანიშნებს, რომ მთლად მონოლითურობა არც დასავლეთის მსხვილ სახელმწიფოებს შორის შეინიშნება; მეტიც, ერთგვარი დაპირისპირების ნიშნებია, რაც, ბუნებრივია, ვერ ცვლის უკრაინის, როგორც გეოპოლიტიკური საქმის გარჩევის ადგილისა და ვერც უკრაინელების ბედისწერას, რომლებსაც საკუთარი არც ფული აქვთ და არც შეიარაღება, მაგრამ მკაფიოდ აშიშვლებს სასტიკ რეალობას, რომ თვით ევროპის შუაგულში მდებარე უმდიდრესსა და პერსპექტიულ დიდ სახელმწიფოსაც კი ნაფოტის როლი აქვს მსხვილების თამაშში...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი