პოლიტიკა

დიდი თამაშის თამასა

№14

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 09.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ პოლიტრომანტიზმის ტყვეობაში

მას შემდეგ, რაც რუსეთში ტერაქტი მოხდა და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ, ბუნებრივია, ვერსიების ცვენაა, თუ ვის შეიძლებოდა, ჩაედინა მსგავსი არაადამიანური ქმედება (თუმცა პირადად მე კაცობრიობის მიერ ჩადენილი არაადამიანობის უამრავი მაგალითი მახსენდება; მეტიც, ადამიანები ძალიან საინტერესოდ ვყოფთ ადამიანურსა და არაადამიანურ ქმედებებს, თითქოს სასიკვდილო იარაღის გამოყენება ადამიანურობის მწვერვალი იყოს). ძირითადად, სამი ვერსია გამოიკვეთა: რომ ეს ამბავი ისლამური სახალიფოს ტერორისტებმა ჩაიდინეს (ვითომ თავის თავზეც აიღეს ეს ტერაქტი, მაგრამ მუსლიმები და მუსლიმური სამყაროს მცოდნეები აპროტესტებენ, ჯიჰადისტების მიზანი ასეთ დროს სიკვდილია და არა გაქცევაო); თავად რფ-ის ხელისუფლების მიერაა ჩადენილი უკრაინასთან ომის გასამართლებლად (დასავლური, ანუ ანტირუსული ვერსია); დასავლეთის მხარდაჭერით, უკრაინელების მიერ განხორციელებული (რუსული, ანუ ანტიდასავლური ვერსია). აი, მე კი ვფიქრობ, რომ სქემა გაცილებით მარტივია (თუმცა არ ვიცი, ვის მიერაა ჩადენილი ტერაქტი) და არც ერთი ბოლო ორი ვერსია არ გამოირიცხება (გაგიკვირდებათ და, არც გასაკვირია): დასავლეთსა და რუსეთს შორის ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებაა და გასაკვირიც იმიტომ არაა, რომ ეს ჩვენ გვჯერა (შესაძლოა, მიამიტობის ან ზედმეტი მიმნდობობის გამო, რაც, საბოლოოდ, მაინც გულუბრყვილობაა), კეთილი და ბოროტი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებებისა და მსგავსი პოლიტრომანტიზმების; მაშინ, როდესაც დიდ თამაშებში, როდესაც თამასა ძალიან მაღალია, ადამიანების სიცოცხლეს (გინდა საკუთარი მოქალაქე იყოს და გინდა - სხვისი) ჭიანჭველას სიცოცხლეზე მეტი ფასი არ აქვს (ოღონდ ფასებს შორის შიდა განსხვავებებიც არსებობს: იმისდა მიხედვით, სახელმწიფო დემოკრატიითაა შეფუთული თუ არა)...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი