პოლიტიკა

„დიდგორი 2023“

№47

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.11

დიდგორი 2023
დაკოპირებულია

ანუ პარიტეტული პარტნიორობა...

ვფიქრობ, ვისაც თეთრი და რუხი ნივთიერება ჯერ კიდევ უჩხრიალებს, საკმარისი გაკვეთილი გამოიტანა რუსეთ-უკრაინის ომიდან და ისიც გაიაზრა, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში (სხვათა შორის, ძალიანაც კარგი, რომ ჩვენი ჯარი მალევე უკუიქცა, თუმცა უპრეცედენტო რამეც მოხდა, გაიქცა სარდლობა და არა ჯარისკაცი), შესაბამისად, რას რა შეიძლება, მოჰყვეს ამ გეოპოლიტიკურ ჯახში და ისიც, რა უნდა მოვითხოვოთ, რით დაგვეხმარებიან და რით არ და ვერ.

გაიაზრა თუ ვერ/არ, საქართველოში უკვე მეხუთედ იმყოფება „ნატოს“ სამხედრო კომიტეტი და ჩვენთან თანამშრომლობის ფორმატში კომიტეტის პლენარული სხდომაც გამართა, რომელზეც „ნატოს“ სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე (ეს ოფიციალური ინფოა).

რაკი ოფიციალურ შეხვედრებზე ნამდვილ, ანუ არაოფიციალურ ინფორმაციას არავინ ამხელს, ბუნებრივია, არ ვიცით, რა შემოგვთავაზა „ნატოს“ სამხედრო კომიტეტმა საქართველოს წინაშე მდგარი სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად (იმიტომ რომ საქართველო, ვიყოთ გულახდილები, ვერანაირ სამხედრო ამოცანებს ვერ გადაწყვეტს ამ მოცემულობაში, ვინაიდან თანამედროვე ომებს სულ სხვა სპეციფიკა აქვს და არც ტერიტორია გვიწყობს ხელს, რა თქმა უნდა, სიდიდეს ვგულისხმობ) და არც ის, საქართველოს შესაბამის უწყებებს თუ აქვთ გაანალიზებული რეგიონის წინაშე მდგარი სამხედრო-პოლიტიკური რისკები მიმდინარე გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში.

სამაგიეროდ, ვიცით, რომ კომიტეტის წევრები „კრწანისს“ ესტუმრნენ, სადაც უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023-ის“ მიმდინარეობას გაეცნენ.

თუ გავიხსენებთ, რომ ნატოელთა სტუმრობა არახალია, არც ის, რომ ბევრი საქართველოა საჭირო „ნატოში“ და პირიქითაც, ბევრი „ნატო“ – საქართველოში. ვიმედოვნებ, ნატოელებიც უკვე მიხვდნენ, რომ საზარბაზნე ხორცობა აღარ გვინდა, მხოლოდ პარიტეტული პარტნიორობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი