პოლიტიკა

დიდება გმირებს!

№22

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 07.06, 2021 წელი

დიდება გმირებს
დაკოპირებულია

„ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“

წლევანდელი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, მართლაც, სიმბოლური გამოდგა: 100 წლის შემდეგ საქართველოში გადმოასვენეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი, სამების საკათედრო ტაძრიდან კი მთაწმინდაზე დაკრძალეს.

გენერლის დაკრძალვის ცერემონიალი სამხედრო პირისთვის პატივის მიგების ყველა წესით შესრულდა (თუმცა ისეთებიც გამოერივნენ, რომლებიც თითქოს გიორგი კვინიტაძისთვის, სინამდვილეში კი, საკუთარი თავისთვის ლაფის დასხმას შეეცადნენ, მაგრამ ესეც ჩვეული და ბუნებრივი მოვლენაა).

თუმცა ამჯერად სრულიად სხვა საკითხზე უნდა გავამახვილო თქვენი ყურადღება:

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა გვარიანადაა შელახული და ჩვენმა მომავალმა თაობამ მხოლოდ ის იცის, რომ უახლოეს ომებში ვმარცხდებოდით, აქედან გამომდინარე კი, სრულიად გაუგებარია, რატომ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა განათლების სამინისტრომ და სკოლის მოსწავლეები (ცხადია, რეგულაციების სრული დაცვით) ორგანიზებულად არ მიიყვანეს გიორგი კვინიტაძისთვის პატივის მისაგებად (მსგავსი იდეოლოგიური შესაძლებლობა ბევრი არ არის), რათა მათ ცხადად ენახათ, რომ, მართლაც „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა”.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი