პოლიტიკა

დასურათხატებული გაკვეთილი

№45

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 13.11

დასურათხატებული
გაკვეთილები
დაკოპირებულია

ანუ „ლეკიანობის“ „დეჟავიუ“?!

გასულ კვირას კავკასიისთვის მეტად და მეტად უსიამოვნო სცენის მოწმენი გავხდით, რომლის ეპიცენტრიც დაღესტნის დედაქალაქი, უფრო ზუსტად, მაჰაჩყალის აეროპორტი გახლდათ.

ჯანიან-ჯანიან მამრები ხსენებულ აეროპორტს შეესივნენ, რაკი იცოდნენ, რომ ადრე დაღესტანში მცხოვრები ებრაელი ოჯახები ჩამოფრინდნენ (ისრაელ-„ჰამასის“ ომს გამორიდებულები) და, თუმცა თავად მგზავრებს ვერაფერი დააკლეს, იქაურობა მიანგრ-მოანგრიეს, მათი ნაწილი საავადმყოფოში მოხვდა, პოლიციელებიც დაშავდნენ და, რაც მთავარია, მუქ ლაქად დაეწერა დაღესტნის ადამიანურ რუკას. მეორე მხრივ, დაღესტანში გამოჩნდნენ ადამიანები (არც თუ მცირე ოდენობით), რომლებიც მომხდარმა შეაძრწუნა (მათ შორის, რელიგიური კონტექსტითაც) და მათაც შენიშნეს, რომ ამ შავი ლაქის ჩამორეცხვას ბევრი წელი დასჭირდება.

უცნობია, ვინ აკონტროლებდა ამ ძალისმიერ პროცესს და იცოდა თუ არა არა მხოლოდ მოსკოვმა, დაღესტნის ოფიციალურმა ხელისუფლებამ ზემოხსენებული აქტის დაგეგმვის შესახებ ან როგორ შეიჭრა ამდენი ადამიანი მაჰაჩყალის აეროპორტის ტერიტორიაზე, თუნდაც, მართლაც გულწრფელნი არიან თუ არა დაღესტნელები, რომლებიც ებრაელების ებრაელობის ნიშნით დევნას გმობენ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენთვის დასურათხატებული გაკვეთილია, თუ რა შეიძლება, მოხდეს, თუკი ჩრდილო კავკასია ცენტრს აღარ დაემორჩილება.

რატომ არის გაკვეთილი? ვინაიდან ჩვენს თანამემამულეთა არც თუ ისე მცირე ნაწილი დარწმუნებულია, რომ ჩრდილო კავკასიიდან პრობლემები ან არ გველოდება, ან მათი მოგვარება უმარტივესია. შესაბამისად, ურიგო არ იქნება, თუ ფანტაზიას დავძაბავთ (ისტორიასაც რომ თავი დავანებოთ, სწორედ ლეკიანობამ უბიძგა ერეკლე მეორეს გეორგიევსკის ტრაქტატისკენ, ჩრდილოკავკასიელთა დარბევებს რომ ვერ უმკლავდებოდა და მორიგე ჯარის შექმნაც კი დასჭირდა ქართლ-კახეთის მოსახლეობის დასაცავად, ოღონდ ისიც ვერ იცავდა) და წარმოვიდგენთ ჩვენს საპასუხო რეაქციას (არ გაშინებთ, მხოლოდ ფაქტები), თუ უკონტროლოდ დარჩენილი ჯანიან-ჯანიან და ცხელ-ცხელთავიანები ჩვენი საზღვრის გადმოლახვას დააპირებენ?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი