პოლიტიკა

დარისპანის, ანუ ორპალატიანობის გასაჭირი

№34

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 27.08, 2024 წელი

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ალისფერი ელფერი...

გასულ კვირას სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი საქართველოში გვეწვივნენ (სტუმარი ღვთისაა), რათა მხარდაჭერა გამოეხატათ ქართველი ხალხისთვის და, რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორისთვის, რომლებიც, მათი ღრმა რწმენით, დემოკრატიის ქართულ ნორჩ ხეს წყალს უსხამენ (უბრალოდ, ამ წყალს, მაგალითად, 2008-ში ჩვენთან და დროის მიმდინარე მონაკვეთში ალისფერი დაჰკრავს). თვით საოკუპაციო ხაზიც მოინახულეს (დურბინდებით). შესაბამისად, გვაუწყეს, კერძოდ, კონგრესმენმა ტერნერმა, რომ მათი შეშფოთება საქართველოს მთავრობისადმი არის ორპალატიანი და ორპარტიული (ანუ სრულიად აშშ ვგმობთ დასავლეთიდან გადმორიცხული ფულის გამჭვირვალობის შესაძლებლობასო), ხოლო სენატორმა შაჰინმა დასძინა, რომ უჭირს, გაიგოს, ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, რატომ იღებს „რუსულ კანონს“.

ბუნებრივია, პირადად მე მესმის ზემოხსენებულთა გაჭირვება (განა დარისპანის, სენატორ-კონგრესმენთა), ვინაიდან, მაგალითად, მიჭირს, გავიგო, რატომ დაიწყო აშშ-მა 2008 წლის შემდეგ რუსეთთან გადატვირთვა; რატომ აცხადებდა ქ-ნი ნულანდი, რომ უკრაინაში აშშ-მ თავის სამხედრო მიზნებს მიაღწია ისე, რომ ერთი ჯარისკაციც კი არ დაღუპვია; რომ უკრაინას გამოზომილად აწვდიან იარაღს და სამიზნეებსაც თავად ირჩევენ და უფრო მეტად კი იმის გაგება მიჭირს, რომ უკრაინას ომისთვის გაწეულ დახმარებას ვალად აწერენ და ნაწილი უკრაინული ნაყოფიერი მიწების გამოსყიდვაში გაიქვითა.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დემოკრატია, უპირველესად, თანასწორობაა, მიუხედავად მათი სენატორობა-კონგრესმენობისა (მერე რა, რომ დარისპანივით გასჭირვებიათ?!), ჩვენი გაჭირვებები (გაგებებში) აბსოლუტურად თანასწორია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა