პოლიტიკა

დამმუნათებლები

№38

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 27.09

დამმუნათებლები
დაკოპირებულია

ანუ მოხერხებულები „ვედრო ათ შაურად“

სანამ, სახელდობრ, ჩვენ უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ისევ გვამუნათებს, შეუტიეთ რუსეთსო (არადა, სინამდვილეში, ისევ აფხაზებსა და ოსებს უნდა ვესროლოთ, რაც ყოვლად დაუშვებელია, ჭკუანაკლულიც კი აღარ იმეორებს ამდენჯერ ერთსა და იმავე შეცდომას), აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთს შეუტიეს და კვლავ არ ვიცით, რომელმა – რომელს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სამხრეთ კავკასიაში ცეცხლი ისევ გაიხსნა, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამჯერად უკრაინულმა მედიამ მოახერხა და აზერბაიჯანელები გაანაწყენა.

კერძოდ, აზერბაიჯანელები უკმაყოფილონი არიან, რომ უკრაინულ ტელეარხებზე, საიტებსა და, ზოგადად, მედია-პლატფორმებზე დეზინფორმაცია ვრცელდება: დაწყებული არასწორი რუკით (აზერბაიჯანელთა მტკიცებით) და იმით დამთავრებული, რომ აზერბაიჯანი დაესხა თავს სომხეთს, ამიტომაც ბაქოდან კიევს ახსენებენ, რომ სომხეთმა მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიას და არასდროს გამოუხატავს მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთ-უკრაინის ომში, განსხვავებით აზერბაიჯნისგანო.

ომი ისეთი რამაა, ვერავინ გაარჩევს მტყუან-მართალს, მით უფრო, ვინ ვის ესროლა პირველმა, მაგრამ პირადად მე, მართლაც, გულწრფელად მიკვირს, როგორ ახერხებენ უკრაინელი პოლიტიკოსები და მედია, გაანაწყენონ ისინი, ვინც მათ გულწრფელად უჭერს მხარს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №49

5–11 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიშა ცაგარელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი