პოლიტიკა

„დამირეკე, დამირეკე...“

№28

ავტორი: ნინო ხაჩიძე 12:17 19.07

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ცვილის ჯარისკაცების ტრაგიკული როლი

გასული კვირის მიწურულს, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი და რფ-ის თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი ერთმანეთს ტელეფონით გაესაუბრნენ, იმავე წყაროს ცნობით, რუს კოლეგას აშშ-ელმა კოლეგამ დაურეკა. ბუნებრივია, იკითხავთ, რატომო. იმიტომ, რომ დასავლეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა შეიარაღება, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები მისწვდებიან კიდეც და ნებაც დართო, დაებომბათ რფ-ის ტერიტორია. ხოლო, თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ, რაკი ამ თანამედროვე დასავლურ შეიარაღებას თანამგზავრული სადაზვერვო ინფოს გარეშე უკრაინელები ვერ გამოიყენებენ, მეტიც, დამიზნებაც ამ იარაღის გადამცემის ხელშია, ანუ უკრაინელი სამხედროები, უბრალოდ, მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ (ვფიქრობ, იაზრებთ ამ ომის აბსურდულობას), რფ იტოვებს უფლებას, იერიში მიიტანოს ამ იარაღის მიმწოდებელ ქვეყანაზეო. მეორე მხრივ, რამდენიმე დღის წინ ყირიმის მიმართულებით გაშვებული რაკეტებიდან მხოლოდ ერთმა მიაღწიასავით მიზანს (ანუ დროზე ადრე ჩამოვარდა დაზიანების გამო) და რუსეთის მოქალაქეები დაიღუპნენ (შეგახსენებთ, ეს ყოველივე შავ ზღვაზე ხდება). სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო იჩქარა ოსტინმა ბელოუსოვთან დაკავშირება (შავ ზღვაზე, სხვათა შორის, რფ-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირება სავსებით რეალურია).

ბუნებრივია, ჩვენ არავინ გვეტყვის მათი საუბრის შინაარსს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოსტინისა და ბელოუსოვის საუბრის შესახებ ცნობილი გახდა, ფაქტია, რომ ეს მხარეების (ან ერთ-ერთის) ნების გარეშე ვერ მოხდებოდა. და, რაკი მე არც ის ვიცი, რატომ გაასაჯაროვეს საუბრის ფაქტი, მაგრამ ცხადია, რომ ფაქტი, რომ, გართულებების შემთხვევაში, ერთმანეთს მოელაპარაკებიან, ისევ ფაქტად რჩება, რაც, თავისთავად მიანიშნებს, რომ დანარჩენ მსოფლიოს დიდი პოლიტიკური ჯახებისას მხოლოდ ცვილის ჯარისკაცების როლის შესრულება უწერია, იმ განსხვავებით, რომ ეს ცვილის ჯარისკაცები ნამდვილი სისხლისგან იცლებიან...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა