პოლიტიკა

დახურული „მოსადი“

№37

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 21.09, 2021 წელი

დახურული მოსადი
დაკოპირებულია

ანუ, როცა მოლა ნასრედინიც კი დუმს...

რაკი სამყარო მაინც მრავალფეროვანია (თუმცა, აი, სიკვდილი გაერთფეროვნდა – მხოლოდ კორონა ბოგინობს), ყველას თავისი პეიზაჟი აქვს და საკუთარი მიზნები.

ასე მაგალითად: ბაქოს არ მოსწონს, რომ ფაშინიანი გვეწვია;

რუსეთს – თურქეთმა რომ აზერბაიჯანელებთან ერთად ყარაბაღში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს;

თალიბებს – მუსიკის ჰანგები და ქალების მუშაობა;

ბაიდენს – აუცრელების ფედერალურ სამსახურებში მუშაობა;

ამირან გამყრელიძეს - რომ დღეში 30 000 ადამიანზე ნაკლები იცრება;

ოპონენტებს – კალაძე და მისი გუნდი, „ოცნებას“ კი – გახარიას განდგომა;

და კიდევ უამრავი რამერუმე ხდება ამ კორონათი უკვე მეტისმეტად კრამიტდაცურებულ სამყაროში, მაგრამ, გარდა პანდემიისა, უცვლელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზრახვანი, პათოსით: „მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი“, ანუ, კორონის ტალღებივით, ბ-ნი მიხეილიც პერიოდულად გვპირდება, რომ ჩამოსვლას აპირებს და კვლავ გვაჯერებს, რომ მისი მმართველობისას ადამიანის უფლებები იმდენად იყო დაცული, საძინებლებში სათვალთვალო კამერა კი არადა, ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, მაგრამ სულ ბოლო განცხადებით, ვფიქრობ, საკუთარი ყველა რეკორდი მოხსნა (ისიც კი – 2008 წელს ომში გავიმარჯვეთო). სახელდობრ, განაცხადა (მომყავს ციტატა, ვინაიდან, ფაქტობრივად, შედევრია და შთამომავლობას არ უნდა დაეკარგოს): „საქართველოში ისრაელის „მოსადის“ წარმომადგენლობა დავხურეთ იმის გამო, რომ ისრაელის კონკურენტი ქვეყნის დიპლომატს ქობულეთში, სასტუმროში გადაუღეს პირადი ცხოვრების კადრები, შეუგზავნეს ქალები და გადაუღეს“.

ვფიქრობ, ამის კომენტირება ჯანსაღი გონებისთვის შეუძლებელია, ამიტომაც ისღა დაგვრჩენია, გულიანად ჩავბჟირდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი