პოლიტიკა

დახმარების ფასი

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.01

იუმორი
დაკოპირებულია

ანუ მე – ფული, შენ – სიცოცხლე

იმ მარტივი მიზეზით, რომ აშშ-ის კონგრესი ვერა და ვერ შეთანხმდა, გამოუყონ თუ არა უკრაინას დახმარება, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს შეაგონა, რომ რუსეთთან მეომარი უკრაინის დახმარება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.

მეტიც, ჯო ბაიდენმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს, თუ უკრაინას ფულს არ გამოუყოფენ, იმიტომ რომ აუცილებელია უკრაინის უზრუნველყოფა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და არტილერიითო. ზედაც, დასძინა, რომ კონგრესის უმოქმედობა საშიშია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, „ნატოსა“ და დანარჩენი თავისუფალი სამყაროსთვის.

ანუ, პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, აშშ-ის, „ნატოსა“ და, ზოგადად, თავისუფალი სამყაროს ბედნიერი მომავალი მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული და დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის შემდგომი დაფინანსების გამოყოფით აშშ ყველას აჩვენებს თავის სიმტკიცეს.

მეორე მხრივ, თუ რუსეთი მსოფლიო ბოროტებაა და მისი დამარცხება აშშ-ის, „ნატოსა“ და თავისუფალი სამყაროს წმიდათაწმიდა მოვალეობა და აუცილებლობაა, ასე განსაჯეთ – სასიცოცხლოდ აუცილებელიც, იბადება კითხვა: თავად აშშ, „ნატო“ და თავისუფალი სამყარო რატომ არ ეომება რფ-ს? თუ საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაჭრა სხვების სისხლით უფრო კომფორტულია?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული