პოლიტიკა

„დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან“

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 29.11, 2022 წელი

დაიგვიანეს ჯერ არსად
სჩანან
დაკოპირებულია

ანუ „გირჩი“ გამამაცებულა...

გასულ კვირას ოკეანის გაღმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შენიშნეს, რომ ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინას ეომება მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონისადმი კოორდინირებული სტრატეგიის შემუშავება (სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ, თუ მანამდე არა, ჩემი მოკლე ჭკუით, 2014 წლის შემდეგ მაინც უნდა შეემუშავებინათ). შესაბამისად, მსჯელობის პროცესში დაასკვნეს, რომ, რაკი ახლა აშშ უკრაინის გამარჯვებაზეა გამეცადინებული, ამის შემდეგ გამოიკვეთება შავი ზღვის რეგიონისადმი ჩვენებური სტრატეგიაო. თუმცა ყველანი შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონი ფასდაუდებელიაო.

მოკლედ, სანამ ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორი სენატორები შავი ზღვის სტრატეგიისა და საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტის პერსპექტივებზე ჭმუნავდნენ, ჩვენებურმა „დროამ“, „გირჩმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ (ოჰ, ეს დემოკრატია, მოგინდება და, კონფუცის რეინკარნაციად გამოაცხადებ თავს), ერთად ვდგავართო და განცხადება გაავრცელეს (გაწიე-გამოწიე, ამომრჩევლის ხმების 5 პროცენტამდე თუ აგროვებენ, მაგრამ დემოკრატიას თავისი წესები აქვს და უნდა ჰქონდეს), რომ „ქართული ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს (ვინმე გამაგებინებდეს, რა არის ეს ჩვენი ყბადაღებული ეროვნული ინტერესი?!) და რუსული მხარე აირჩიესო, ამიტომ (ბარემ ციტატას მოვიტან): „მხოლოდ ერთად ბრძოლითაა შესაძლებელი, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი ვაქციოთ რეალობად... დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ვაქციოთ იგი ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრად.“

რაკი ბრძოლაა ნახსენები და, ზედაც, მათ შორის, „გირჩის“ მიერაა გამოცხადებული, იბადება კითხვა: როდესაც, „გირჩის“ ლოგიკით, სამხედრო-სავალდებულო სამსახური ადამიანის უფლებების დარღვევაა, ვინ უნდა იბრძოლოს „მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად“?! ჩემს უფლებებს ეს ბრძოლა არ შელახავს, ანუ „მე არაფერი მამივა“ (თუ „მე მამივა“ და „გირჩი“ ჰალსტუხს შეისწორებს)?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი