პოლიტიკა

ჭკუის დამრიგებლები

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 11.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ყურაწეულები

საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო ლამის მთელი ცივილიზებულ-დემოკრატიული სამყაროა დაქიჩმაჩებული: აქედან – ბ-ნი ბორელი შფოთავს, ოკეანისგაღმიდან – ქ-ნი ჰარისი, შუაში კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეთაურები ბორგავენ (განსაკუთრებით, ბალტიისპირელები იწევენ), რა თქმა უნდა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან უნისონში. მათი პათოსია: საქართველომ აუცილებლად უნდა გააუქმოს ხსენებული კანონი (სიმართლე გითხრათ, ისეთი ჟივილ-ხივილია, პირადად მე ცნობისმოყვარეობა მაწვალებს, ნეტავ, რა უნდა გამოამზეუროს ამ, ერთი შეხედვით, არც თუ ანტიდემოკრატიულმა კანონმა?!).

მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: ევროპარლამენტარები, ევროკავშირის სახელმწიფოების უმაღლესი კანონმდებლები და თვით საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი კარგა ხანია, არათუ ჭკუას გვარიგებენ, გვარიანად გვიცაცხანებენ. ასე, მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოჩენა თბილისურ აქციაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა (ქ-ნმა კალასმა) საერთოდაც არ შეაფასა საშინაო საქმეში ჩარევად და, რატომღაც უკრაინული მაიდანიც გაიხსენა; მაშინაც უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ ევროკავშირელი პოლიტიკოსებიო (ჩვენს მტერს, რაც უკრაინას სჭირს). სახელდობრ, განაცხადა, რაკი საქართველომ ევროკავშირის გზა აირჩია, კანონის მიღება მისი საშინაო საქმე უკვე აღარ არისო.

ლოგიკა თითქოს იკითხება ქ-ნი პრემიერ-მინისტრის ნათქვამში, რომ არა ერთი მაგრამ: ეს ის ქალბატონი გახლავთ, შარშან სექტემბერში მის ქმარს რფ-ში ბიზნესი რომ აღმოუჩინეს, თუმცა არც აქედან – ბ-ნი ბორელი აღშფოთებულა და არც – იქიდან ქ-ნი ჰარისი. აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ, თუ ოდესმე დასავლურ სტრუქტურებში გავწევრიანდით: ყურის აწევა და სახით კედლისკენ კუთხეში დგომა არ აგვცდება, ხოლო, თუ ძალიან გავცელქდებით, შესაძლოა, ალიყურსაც კი გამოგვკრათ ხელი (გემახსოვრებათ, დიდი კაცის შემოლაწუნებას კურნების ძალა აქვსო).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული