პოლიტიკა

ჭიდაობას რა უნდა?!

№23

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 04.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ „ფული, ბაბაია, ფული“...

სანამ რფ უკრაინას, აშშ – ჩინეთს, ჩინეთი კი ევროკავშირს ეჭიდავება, სახელდობრ, ჩვენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვჭიდაობთ, ანუ ჩვენს ოკეანის გაღმელ, სულზე უტკბეს სტრატეგიულ პარტნიორს ვებუქნავებით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს (მარტივად ვიტყვი) შავი ზღვის ფსკერზე კაბელის მშენებლობის პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.

ხსენებული პროგრამა (ESPIRE) სამი ფაზისგან შედგება (მთლიანად 500 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებას მოითხოვს) და მისი შემდგომი განვითარებაც იგეგმება (საქართველოსა და რუმინეთს დააკავშირებს, ანუ საქართველო მიიღებს და რუმინეთი ევროკავშირს გაუნაწილებს ელენერგიას) და, როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში (როლანდ პრაისმა) შენიშნა, ეს შესაძლოა, იყოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივა.

ხოლო, თუ ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნები, მათ შორის, საქართველო შეთანხმდებიან, მეორე ორი ფაზის დაფინანსებაც დაიწყება (ანუ გაძლიერდება მიწისზედა გადამცემი ქსელი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში), რასაც მოჰყვება მესამე ფაზა, ანუ უშუალოდ შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მშენებლობის დაფინანსება.

მოკლედ რომ ვთქვა, ეს პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან დააკავშირებს და აქვე იმასაც დავძენ, რომ ჩვენს მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს, ისევე, როგორც თურქეთს, რუმინეთის მონაწილეობა დიდად არ ეპიტნავება (განსაკუთრებით – თურქეთს, ვინაიდან ეს დერეფანი აცდენილია თურქეთს), ვინაიდან მეორე მიმართულების მომხრენი არიან – კერძოდ, უნგრეთისკენ.

ასეა თუ ისე, ჩვენთვის ორივე მიმართულება საშურია და ისიც აშკარაა, რომ დიდი ფულის პერსპექტივაც ჩნდება. შესაბამისად, პირადად მე მიჩნდება ეჭვი, რომ მთელი ეს დავიდარაბა (ლოზუნგით: არა – რუსულ კანონს“), განა რამე რუსულს, აი, ამ ფულთან მისასვლელი გზის ძიებას ემსახურება (ვინც არის სათავეში, მას დარჩენა სურს, ხოლო, ვინც არ არის – იქ მისვლის დაუოკებელ სურვილს ვერ იმორჩილებს).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული