პოლიტიკა

ჩანაწერებში ჩარჩენილები

№3

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 24.01, 2023 წელი

ჩანაწერებში ჩარჩენილები
დაკოპირებულია

ანუ მარადი ბავშვები

მართალია, დანარჩენი მსოფლიო სულ სხვა საქმეებითაა გართული, სადაც ცენტრალური ადგილი რუსეთ-უკრაინის ომს უჭირავს და ჯერჯერობით ამის გარშემო ბრუნავს დიდი გეოპოლიტიკა; იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოები ცდილობენ, რაღაცას მაინც გამორჩნენ შექმნილი ვითარებით, რომ მომზადებულები დახვდნენ ახალ მსოფლიო წესრიგსა თუ უწესრიგობას.

ზოგი თავის პოზიციას იმაგრებს და რაც არ ეკუთვნის, იმასაც კი ეპოტინება, ზოგი შემოსავლის გაზრდაზეა გამეცადინებული და კიდევ ერთი სიურპრიზი ჩინეთის გახსნა იქნება - მოგეხსენებათ, კოვიდპანდემიის გამო (რომელიც, რატომღაც, ყველგან დამთავრდა ჩინეთის გარდა) დაწესებული შეზღუდვები იხსნება და ჩინეთი გეოპოლიტიკურ ავანსცენაზე, სავარაუდოდ, ახლებური გეოეკონომიკური მანევრით წარდგება.

არანაკლებ რთული ვითარებაა სამხრეთ კავკასიაშიც, უფრო ზუსტად, გაურკვეველი, ვინაიდან ჯერჯერობით რუსეთი და ირანი გაყურსულები არიან და რეგიონში თურქეთის აქტიურობას მხოლოდ თვალს ადევნებენ (თუმცა რაღა რეგიონში?! როდესაც რეჯებ ერდოღანი ამასობაში ბაშარ ასადს დაუმეგობრდა). მაგრამ აი, სახელდობრ, ჩვენს ქვეყანაში შიდა პოლიტიკაა (თუ ამას პოლიტიკა შეიძლება, ეწოდოს) წამყვანი და ერთადერთი (ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში), მოტივებიც ძველია: ვინ ვის რა უთხრა ფარულად (რაც, ცხადია, აშკარად ნათქვამს ეწინააღმდეგება) და იმასაც კი მოვესწარით, რომ მონოლითური „ნაციონალური მოძრაობაც“ გაიბზარ-დაიშალ-გაიშალა. ჰოდა, რაკი მეტად და მეტად არაადეკვატურად გამოვიყურებით ზემონახსენები დიდი გეოპოლიტიკის ფონზე, თავი იმით შევიგულიანოთ, რომ სამყარო მარად ბავშვებს სწყალობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი