პოლიტიკა

ბუშტებიდან – დრონებამდე

№19

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 16.05, 2023 წელი

ბუშტებიდან დრონებამდე
დაკოპირებულია

ანუ გეოპოლიტიკური დუმილი

მაშინ, როდესაც ჯერაც ვერ გაგვირკვევია, ბოლოს და ბოლოს, რა ჩინური ბუშტები დაფრინავდა თეთრი სახლისა და პენტაგონის თავზე, გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დრონებმა იერიში თვით კრემლზე მიიტანა.

მართალია, გავრცელებულ კადრებში კვამლი ჩანს, მაგრამ, მაგალითად, კრემლის თავზე გამოკიდეული რფ-ის დროშა არც კი შერხეულა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს „თავდასხმა“ შესაძლოა, თავად რფ-ის შესაბამისი სამსახურების მიერ იყო დადგმული რუსეთის მოსახლეობის საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად (არავის უნდა უკრაინის სასაკლაოზე თავისი უკანასკნელი ამოსუნთქვის დატოვება).

უკრაინის ხელისუფლებამ მაშინვე გაავრცელა განცხადება, რომ კიევი ამ საქმეში უბრალოა და ჯერჯერობით არც არავის აუღია თავის თავზე პასუხისმგებლობა’ და, მაინცდამაინც, არც რფ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შემოუხევია ტანზე, მომხდარის გამო, თუ არ ჩავთვლით ეტალონ მანქურთ მარგო სიმონიანს – იქნებ ახლა მაინც გავცეთ ადეკვატური პასუხიო.

მაგრამ, რაკი მარგო სიმონიანს არც არავინ არაფერს ეკითხება და არც კრემლი ასახელებს უპილოტოების გამშვების ვინაობას და, ამასთან, ისიც ფაქტია, რომ დღემდე ჩვენნაირების სისხლის ღვრით არჩევდნენ დიდი ბიძიები თავიანთ დიდ პოლიტიკურ ამბებს, სულო ცოდვილო და, სრულიადაც არ მეწყინება, თუკი ერთმანეთს მისცხებენ. რატომ? იმიტომ რომ ხეთა ჭრისას ნაფოტები ისედაც ცვივა და ჩვენ სანახაობით მაინც ვისიამოვნოთ, თუმცა, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, ის კაცები არ არიან, ერთმანეთს რომ ესვრიან...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი