პოლიტიკა

ბუნებრივი კოზირი

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 31.01, 2023 წელი

ალიბაბა
დაკოპირებულია

ანუ მოგვიჩოჩდა...

სანამ ჩვენ იმას ვარკვევთ, ბოლოს და ბოლოს, რას ისვრის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცი და რა იგულისხმა ლავროვმა (ახლა რომ შევუყვარდით და პირდაპირი ავიაფრენები მოესურვილა), ჩინეთმა ქვეყანა გახსნა და შევიტყვეთ, რომ Alibaba Group აპირებს, ერთ მილიარდზე მეტი ინვესტიციით სტამბოლისა და ანკარის გარეუბნებში ლოგისტიკური ჰაბი და მონაცემთა ცენტრი ააშენოს (ვფიქრობ, არ სჭირდება განმარტება, თუ რა არის Alibaba Group და რას ნიშნავს მისი მოჩოჩება შავი ზღვის, ანუ ევროპისკენ).

ზუსტად, ბუნებრივია, არ ვიცი, მაგრამ ეჭვია, რომ თურქეთი ჩინეთთანაც თანამშრომლობდა, სანამ გეოპოლიტიკური ჯახი სისხლისმღვრელ ფაზაშია და, უდიდესი ალბათობით, ერთ პოლიტიკურ ამბავში (მოგეხსენებათ, დიდი თურქეთის პანთურქისტული მადა ჩინეთსაც სწვდება, სახელდობრ, უიღურებს) გაუცვალა ჩინეთს ეს პოლიტეკონომიკური პროექტი (მართებულიცაა: პოლიტიკური კოზირები პოლიტიკური თამაშისთვის უნდა დააგროვო).

ჩვენ, ჩვეულებისამებრ, არათუ კოზირებს ვერ ვაგროვებთ, სათამაშო მაგიდასთანაც არ გვიშვებენ, მაგრამ, რაკი კოზირი დაბადებით მოგვეცა (ანუ ადგილმდებარეობა და გენეტიკა, რომელიც სწორედ მაშინ იღვიძებს, ყველას რომ ჰგონია, მიიცვალაო), იმის იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ თავისით დალაგებულ თამაშს უადგილო ყიყინით არ გავაფუჭებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი