პოლიტიკა

ბრექა სხვის ხარჯზე

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 29.11, 2022 წელი

ბრექა სხვის ხარჯზე
დაკოპირებულია

ანუ ვინ ისროლა რაკეტა?!

გასული კვირის ყველაზე გასაფაციცებელი თემა, ალბათ, მაინც პოლონეთის ტერიტორიაზე ორი, ოფიციალური ვერსიით, გაურკვეველი წარმომავლობის რაკეტის ჩამოვარდნა და ორი პოლონელის მოკვდინება იყო.

მათ შორის, ჩვენი საზოგადოების აზრიც ორად გაიყო: ერთმა ნაწილმა დაასკვნა, რომ ეს რუსული რაკეტები იყო და, რაკი „ასოილად“ წოდებულმა პუტინმა წითელი ხაზი გადაკვეთა და „ნატოს“ ქვეყანას რაღა ბუზი, რაკეტა აუფრინა, „ნატო“ მეხუთე მუხლს აამოქმედებდა და მუსრს გაავლებდა ურდოს; ხოლო მეორენი იმთავითვე ამტკიცებდნენ, რომ ეს უკრაინის მთავრობის ნაქიმანდრები იყო ნატო-რუსეთის ომის გამოსაწვევად. საბოლოოდ, ითქვა, რომ ეს რუსული რაკეტები არ ყოფილა, უფრო უკრაინული, თავს იცავდნენო, თუმცა პრეზიდენტი ზელენსკი ამას უარყოფს. სიმართლე გითხრათ, პირადად მე წარმოდგენა არ მაქვს, ვის დავუჯერო, მაგრამ ფრიად ნათლად დავინახე, მათ შორის, პოლონეთის რეაქციით (მეტად ზანტით და სულ რომ არ ეტყობოდა გადარევა თავისი ორი მოქალაქის დაღუპვის გამო) და „ნატოს“ თავკაცთა ფრთხილი განცხადებებით, რომ მავანთ რუსეთთან ბრექა უკრაინული სისხლითა და უკრაინის ტერიტორიაზე ურჩევნიათ, რაც, ვფიქრობ, ჩვენთვის ფასდაუდებელი გაკვეთილია...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი