პოლიტიკა

ბოღმის ნთხევის ციკლი

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 09.05, 2023 წელი

ბოღმის ნთხევის ციკლი
დაკოპირებულია

მაშინ, როდესაც, თურმე, ამერიკულ მედიაში, ქართული მედიის მსგავსად, ყველა თემის განხილვა არ არის დაშვებული, „ფრიდომ ჰაუზი“, განა ამით, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლებით დაინტერესდა და თავის ყოველწლიური ანგარიშით (2022 წლის), ინტერნეტის თავისუფლების მხრივ, 70 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი მოგვაკუთვნა (ნუ იტყვით და, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი პუნქტით დავწინაურებულვართ, არადა, თურმე, საკმაოდ ბევრს ეს მაჩვენებელი გაუუარესებია).

მოკლედ, 100-იდან 78 ქულა მიგვიღია და საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს შორის ჩავწერილვართ (მაგალითად, თუ ჩვენ მეშვიდე ადგილას ვართ, აშშ მეთორმეტეზეა). მეტიც, არა მარტო ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყანას ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონდე ყველა ქვეყანას.

მე არ ვიცი, აისახება თუ არა დადებითად ჩემს თანამემამულეთა ფსიქიკაზე ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი, მაგრამ, თუ ვირტუალურ სივრცეში ჩვენებურთა, რაც პირზე მოადგებათ, იმის ნთხევასა და დეზინფორმაციების გავრცელების მასშტაბს გავითვალისწინებთ, არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ამ რეიტინგის სათავეშიც მოვექცეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი