პოლიტიკა

ბალასტი – ადამიანი?!

№5

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.02

ამბები
დაკოპირებულია

ანუ რობოტების რობოტები

მართალია, მარსზე ხალხის დასახლებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს და, ალალად თუ ვიტყვით, უფასო თანამგზავრული ინტერნეტიც მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომში გამოადგა კაცობრიობას, უფრო ზუსტად, იმ მხარეს, რომელსაც „სტარლინკი“ ემსახურება. მაგრამ სულ ახლახან ილონ მასკმა მესამე ამბავიც გვამცნო. კერძოდ, ის, რომ 2040 წლისთვის დედამიწაზე მილიარდი ადამიანისმაგვარი რობოტი გვეყოლება (თუ გვექნება).

უფრო ზუსტად, კი, ილონ მასკი დაეთანხმა დევიდ ჰოლცის (ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი კვლევითი ლაბორატორიის შემქმნელის) პროგნოზს. პატივცემული დევიდი კი, დარწმუნებულია, რომ 2040 წლისთვის დედამიწაზე ხომ მილიარდი ადამიანისმაგვარი რობოტი იქნება და იქნება, მაგრამ აი, 2060 წლისთვის კი მთელ მზის სისტემაში 100 მილიარდი რობოტი იფათიფუთებს.

მასკი დარწმუნებულია, რომ ადამიანისმაგვარი რობოტები ადამიანებს ფრიად გააოცებენ (იმდენად დიდი შესაძლებლობები ექნებათო), მეორე მხრივ, პირადად მე ვიმედოვნებ, რომ რობოტებს ადამიანები არ გააოცებენ, ყოველ შემთხვევაში, არა იმდენად, რომ მოსრან კაცობრიობა.

ამასთან, თუ გავიხსენებთ, რომ ბილ გეითსს მიაწერენ კაცობრიობის მილიარდამდე შემცირების იდეას (დედამიწას მეტის გამოკვება აღარ შეუძლიაო), ვითომ იმ მილიარდ ზემონახსენებ ადამიანისმაგვარ რობოტს გულისხმობდა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული