პოლიტიკა

აცდენილი პეიზაჟები

№8

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.03

აცდენილი პეიზაჟები
დაკოპირებულია

ანუ ხორცმეტები?!

მსოფლიო გეოპოლიტიკაში ისეთი ცვლილებებია, რომ საცაა, მასკი პუტინს დაუმეგობრდება, აღმოსავლეთის ერთპიროვნულ ლიდერობაზე პრეტენზიას თურქეთი აცხადებს, რუსეთი კვლავ ჩინეთთან მეგობრობს, თან, იცის, რა – რომ ამ უკანასკნელს თვალი მის მიწებზე უჭირავს, აშშ ისევ სუფრის თავში დაჯდომისთვის ემზადება, ირანი კავკასიას მოსტირის და ბაიდენთან უფრო თბილი ურთიერთობის იმედი აქვს, ვიდრე ტრამპთან ჰქონდა (და იქნებ ორიოდ ატომურ ბომბსაც გამოჰკრას ხელი), ევროპის მოსახლეობა იკლებს, თუმცა ქვეყნების შიგნით იზრდება მიგრანტი მუსლიმების ოდენობა. ისლამისტები ისევ ხოცავენ ადამიანებს და, რაც მთავარია, კოსმოსისკენაა გაჭრილი, ვისაც ამის ფული და თავი აქვს. მაგრამ აი, ჩვენკენ კი, ჩვეულებისამებრ, მეტად პროზაული ამბებია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ოფისშია გამაგრებული (ნეტავ ასეთი შემართებით 2008-ში საქართველოს საზღვრები გაემაგრებინათ), ნიკა მელიას არავის დავაჩაგვრინებთ (ანუ კანონს არ აღვასრულებინებთო), გახარია პოსტიდან წავიდა და რამდენიმე საათში შევიტყვეთ, რომ ღარიბაშვილი დაბრუნდება.

ბუნებრივია, ამ სამყაროში ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ, საკუთრივ, ქართული პეიზაჟი, ზოგადად, კაცობრიობის პეიზაჟიდან ისეა ამოვარდნილი, რომ მასკი და პუტინი, თუ რამეზე მოილაპარაკებენ, უპირველესი ჩვენი მარსზე გადასახლება იქნება, ოღონდ ეჭვი მაქვს, მერე იქიდან მარსელებიც გამოგვყრიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი