პოლიტიკა

არეალგაფართოებულები

№2

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 17.01, 2023 წელი

არეალგაფართოებულები
დაკოპირებულია

ანუ ღლავებიდან ლიფსიტებამდე

ომი ისეთი რამაა, როდესაც არა მხოლოდ დიდი ფული კეთდება, არამედ ყველა თავისი (ძველი თუ ახალგამოჩეკილი) მიზნების მიღწევას ცდილობს, იმიტომ რომ, წყალი ისეა ამღვრეული, მოზრდილი ღლავების დაჭერაც მოსულა (მე მაპატიეთ ჟარგონი) და პატარ-პატარა ლიფსიტებისაც. შესაძლოა, ამ მიზეზით, პოლონეთი გერმანიას კვლავ სთხოვს მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, არც მეტი, არც ნაკლები - 1,2 ტრილიონ აშშ დოლარს.

თავის მხრივ, გერმანია კი გაყინული რუსული აქტივების გალღობას აპირებს და უკრაინისთვის გადაცემას (სულო ცოდვილო და, ნეტავ, სულ გადასცემს, თუ ცოტას თავადაც დაიტოვებს?!), მაგრამ, მეორე მხრივ, არც რუსეთია უქმად (იმას გარდა, რომ მარგო სიმონიანი პუტინს აქებს, ეს უკანასკნელი კი - იფერებს) და, თუ გერმანია შეეცდება, გაყინული რუსული აქტივები გაალღოს, ანუ უკრაინას გადასცეს, მაშინ რუსეთიც იმავენაირად მოექცევა გერმანულ აქტივებს (ოღონდ, ბუნებრივია, პირწმინდად თავისთვის დაიტოვებს) და არა მხოლოდ გერმანულ აქტივებს დაემუქრება ასეთი პერსპექტივა, არამედ ფრანგულსაც და სხვა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილე სახელმწიფოების ფულებსაც.

რთული სათქმელია, როგორ მოიქცევიან სახელმწიფოები, ანუ მოხდება თუ არა პრეცედენტი, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს გახარჯავენ, თუმცა, იმისდა მიუხედავად, როგორ მოიქცევა რუსეთი საპასუხოდ (და ცხადია, რომ ანალოგიურად), ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ ცივილიზებული და არაცივილიზებული მსოფლიოს კანონგარეშე მოქმედების არეალი შეუქცევადად გაფართოვდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი