პოლიტიკა

არაადეკვატურად აღელვებულები

№4

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 31.01, 2023 წელი

არაადეკვატურად
აღელვებულები
დაკოპირებულია

ანუ უკრაინის დროშამოხვეულები

რაკი არავის გაუუქმებია პრინციპები, რომ სწორედ ამღვრეულ წყალშია შესაძლებელი ყველაზე დიდი ღლავების დაჭერა და ჯერ თავო და თავოო, ირანსა და რფ-ს შორისაც კი გაირბინა მუქი შეფერილობის კატამ.

კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდოლახიანმა მოსკოვს შეუთვალა, მეგობრობა მეგობრობად, მაგრამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინას უკან უნდა დაუბრუნოო.

ცხადია, ირანს თავისი გასჭირვებია და მისთვის მნიშვნელოვანია, აღსრულდეს საერთაშორისო სამართალი (ეგრეთ წოდებული ირანის აზერბაიჯანი დამოკლეს მახვილივით კიდია ირანის სახელმწიფოს თავზე, რომლისთვისაც, თუ ასე გაგრძელდა, აუცილებლად მოიცლის თურქეთი – პანთურქიზმის გეგმის ფარგლებში).

ხოლო, მეორე მხრივ, მართლაც, კომიკურია, ყველას მაშინ რომ ახსენდება საერთაშორისო სამართალი, როდესაც გაუჭირდება.

ბუნებრივია, ირანის სიტყვაზე კრემლი არც არსაიდან გამოვა და არც შევა, თუმცა, ვფიქრობ, ამ განაცხადში არა მხოლოდ ირანის ზრუნვა ჩანს თავისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისთვის, არამედ სამხრეთ კავკასიაზე დარდიც და იმის შეგრძნებაც, რომ რუსეთს ძველებური გავლენა ვერ აქვს.

შესაბამისად, იბადება კითხვა: როდესაც ყველა სათავისოდ ირჯება, ჩვენ, უკრაინის დროშამოხვეულები (მამადავიწყებულების როლში შესულები) რატომ ვემსგავსებით არაადეკვატურობით ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებს და არაფერი გვაღელვებს ერთმანეთის ნაფლეთებად აკუწვის გარდა, იმიტომ რომ იმას მიშა უყვარს, ამას კი - ბიძინა?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი