პოლიტიკა

ანუ ევროპელებს რომ არ შესცივდეთ...

№1

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 11.01, 2022 წელი

მოთქმის აკრუსუნებულები
დაკოპირებულია

ანუ ევროპელებს რომ არ შესცივდეთ...

მართალია, პირადად მე არ მგონია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, მაგრამ, რაკი მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება, ესე იგი, ამას ან საზოგადოებრივი აზრის გაგების მიზანი აქვს, ან მომზადების (ძალიანაც არ შეიცხადონ, თუ ერთმანეთს მართლაც დაუშინეს, მაპატიეთ, ერთგვარი გულგრილობა: ოკუპირებული რეგიონები და მავთულხლართები რომ მახსენდება, გულჩვილი ვერ ვარ ხოლმე), მაგრამ შესაძლოა, მოვლენები სინამდვილეშიც ფრიად დრამატულად განვითარდეს.

იქნებ იტალია ბევრს ვერაფერს წყვეტს ევროკავშირის პოლიტიკაში, მაგრამ ბრიტანულმა „ფაინენშელ თაიმსმა“ იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე დასმული საკითხები მიმოიხილა: მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაც, რაც მეტად არასახარბიელო შთბეჭდილებას ტოვებს. მან შენიშნა, რომ ევროპა, ფაქტობრივად, უძლურია, შეაკავოს რუსეთის აგრესია უკრაინისადმიო. მარიო დრაგმა ისიც კი დაამატა, რომ ევროკავშირს საკუთარი ერთიანი შეიარაღებული ძალები არ ჰყავს (ვითომ რფ-მ ეს არ იცის, ანუ ვითომ აუცილებელი იყო ასე ხმამაღლა მოთქმა-კრუსუნი?!).

დიახ, კრუსუნი, იმიტომ რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა (მომყავს ციტატა): „განა ჩვენ (ანუ ევროკავშირს) გვაქვს რაკეტები, ხომალდები, არტილერია? საერთოდაც, განა არმია გვყავს?!“

ვერც ეკონომიკურ სანქციებს დავაწესებთო – ვინაიდან უარს ვერ ვიტყვით რუსეთის გაზზეო (მაშასადამე, შეგვცივდებაო და რომ არ შესცივდეთ, დაე, დანაყოს რფ-მ უკრაინაო?!).

აქედან გამომდინარე კი, დაასკვნა, რომ ევროკავშირისთვის რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება აუცილებელია, ზედაც, თვით ვლადიმირ პუტინთან – ხშირ-ხშირი და მჭიდრო-მჭიდროო. აქვე დავსძენ, სულ ახლახან პრ. პუტინს ესაუბრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის ცინცხალი კანცლერი შოლცი.

გავიმეორებ ჩემს საყვარელ ფრაზას – ყველამ თვისი საქმისა იცის, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვშიშობ, დუელში არ გამოიწვიონ ერთმანეთი პრ. პუტინის გულის მოსანადირებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი