პოლიტიკა

ანატოლის ფიქრები

№48

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:45 30.11, 2020 წელი

ყარაბაღის ომი
დაკოპირებულია

ანუ წყალწაღებულის ხავსი

 

თუმცა ჩვენებურ აფხაზსა და ოს სეპარატისტებს კარგი გაკვეთილი უნდა გამოეტანათ ყარაბაღის ომიდან: თუ როგორ გადაუსვა ხაზი მოსკოვმა სომხეთის ყურმოჭრილ მოკავშირეობას და საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გასწირა (თუნდაც – დავიჯეროთ, რომ სახელდობრ, ფაშინიანი არ ეპიტნავებოდა), მაგრამ საქმე პირიქითაა. ყოველ შემთხვევაში, ამ ჩვენს, რომ დაუჩემებიათ, „იუჟნაია ოსეტია“ ვართო.

უფრო კონკრეტულად კი, „იუჟნაია ოსეტიელმა“ „პრ.“-მა ანატოლიმ (ბიბილოვმა) განაცხადა, რომ ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსი სამშვიდობოების შესვლა ჰაერივით აუცილებელი იყო, თორემ (მომყავს ციტატა):
„მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა უფრო დიდ და აუნაზღაურებელ ზარალს განიცდიდაო.“
ოღონდ იქვე დასძინა, რომ ყარაბაღის მოვლენები და ქართული არჩევნები მის სამწყსოს საფრთხეს არ უქმნის (შიშს მაინც დიდი თვალები აქვს). და, აი, რატომ (ისევ ციტატას მოვიშველიებ):
„იუჟნაია ოსეტია“ აღიარებული სახელმწიფოა და მისი უსაფრთხოების გარანტი რუსეთია. რფ-სა და „იუჟნაია ოსეტიას რესპუბლიკას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მკაფიოდ წერია, რომ ერთ-ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა მეორეზე თავდასხმაა. და, თუ საქართველო გადაწყვეტს, რამე მოიმოქმედოს ჩვენ წინააღმდეგ, ეს განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე.“
მოკლედ რომ ვთქვა – ანუ რუსი გმირები დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებითო!

„პრ.“ ანატოლის (ბიბილოვი) მოსაზრებების კომენტირება დიდად უმადური საქმეა, მაგრამ ერთის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება: სომხეთსაც აქვს გაფორმებული სამხედრო შეთანხმება რუსეთთან და ერთ-ერთზე თავდამსხმელი ავტომატურად მეორეზე თავდამსხმელია, მაგრამ კრემლმა ერევნის სასარგებლოდ არათუ ტყვია, სიტყვა რაა, ისიც არ დაასველა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი