პოლიტიკა

ალყაში...

№40

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 12.10, 2021 წელი

ალყაში...
დაკოპირებულია

ანუ ირიბი ცეცხლის ხაზი

თუკი აქამდე ახლო აღმოსავლეთის ცეცხლის ხაზი ჩვენგან მეტ-ნაკლებად შორს იყო და, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორია „ბოევიკების“ გადაადგილების მარშრუტის ერთ-ერთი მონაკვეთი იყო, საიდანაც ისინი ისლამურ სახალიფოში ხვდებოდნენ (თუმცა არა ერთადერთი და არც მაინცდამაინც დატვირთული) და ავღანეთიც საკმაოდ შორსაა, ამჯერად ცეცხლის ხაზი მოგვიახლოვდა (ჯერჯერობით, ირიბი, მაგრამ მხარეები ისე ცუდად ეთამაშებიან იარაღს არც იმას გამოვრიცხავ, წვრთნები ნამდვილ საომარ მოქმედებებად იქცეს).

კასპიის ზღვაზე დამთავრდა თუ არა წვრთნა „სამი ძმა“ (ოღონდ მე მაინც ვერ დავადგინე, საბოლოოდ, პაკისტანი ვისი ღვიძლი „ძმაა“ რუსეთის თუ თურქეთის?!), აწ უკვე ირანმა გამოაცხადა სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ აზერბაიჯანის საზღვართან, აი, სწორედ, იმ მონაკვეთში, სადაც ირანელი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

უფრო კონკრეტულად, ოფიციალური ინფორმაციით, ირანმა აზერბაიჯანის საზღვარს (ქ. ფოლდაშთიში) დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა მიაყენა და უახლოეს პერიოდში ირანი თავის დასავლეთ პროვინციაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს დაიწყებს. ცხადია, ზემონახსენები აზერბაიჯან-თურქეთ-პაკისტანის სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, იმიტომ რომ არა მხოლოდ შეურაცხყოფილი, გვარიანად შეშფოთებულიც უნდა იყოს, რამდენიმე ფაქტორის გამო: ირანს თავისი ინტერესები აქვს ჩვენს რეგიონში, ასევე, საკუთარი ანგარიშები თურქეთთან, რომელიც 100 წლის შემდეგ, ბაქოს წყალობით, კვლავ საფუძვლიანად გამაგრდა სამხრეთ კავკასიაში და პაკისტანიც შემოიყოლა, იმას გარდა, რომ ირანის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოსაზღვრედ იმაზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე საკუთრივ აზერბაიჯანში. აი, არაოფიციალური ინფორმაციით კი, ირანის გენშტაბის უფროსს (გენერალ მოჰამედ ბაყერს) უბრძანებია, თუ აზერბაიჯანი გააგრძელებს ესკალაციას, ჩვენ ბაქოს მიწასთან გავასწორებთ”.

მართალია, ეს ის შემთხვევაა, რძალო (ანუ ბაქო) შენ გეუბნები, მულო (ანუ ანკარა) შენ გაიგონეო და ჯერ რფ-საც არ გამოუჩენია კბილები (აზერბაიჯანს ზემოდან ესაზღვრება და არც მას გაუჭირდება მორიგი წვრთნების ჩატარება), მაგრამ, თუ მეთვრამეტე საუკუნე კვლავ განმეორდა, ეს შესაძლოა, სასიკეთოც იყოს და ჩვენი სკამის მაძიებელი პოლიტიკისგან ნამდვილი პოლიტიკოსებიც გამოძერწოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი