პოლიტიკა

ალაგ-ალაგ სანქციები

№13

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ნაფიქრით შეკაზმული

ევროკომისიამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა და ზედაც – საკუთარი ინტერესებით შეკაზმა ნაფიქრი – რუსული ნავთობის სამუდამოდ აკრძალვის საკითხის განხილვა გადაავადა (რადგან საკუთარი სულიც ტკბილია და ხორციც, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელისთვის კომფორტი ნეტარებაა); ხოლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ვინღა ჩივის, სანქციები ირანულ ნავთობსაც კი მოუხსნა. დროებით – რასაკვირველია (სანამ ხორცით ტკბობის სხვა ეფექტიან მექანიზმებს, ანუ უფრო იაფ ნავთობს არ გამონახავენ).

რასაკვირველია, ზედმეტია, დავსვათ რიტორიკული კითხვა: რატომ?! იმიტომ რომ პასუხი ნათელია – ასე მოითხოვს მათი სახელმწიფო და სასიცოცხლო ინტერესები.

შესაბამისად, იბადება კითხვები: თუკი მათი სიტყვა და საქმე ეგზომ განსხვავდება ხოლმე, როდესაც ამას მათი ინტერესი მოითხოვს, მაშინ რატომ უნდა შესწირონ სხვებმა (იგულისხმება საქართველოც) თავიანთი არა მხოლოდ ინტერესები, არსებობაც კი?!

მეორე მხრივ, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოც შეერთებოდა რუსეთის საწინააღმდეგოდ დაწესებულ სანქციებს, ანუ ყურად ეღო ევროპელთა და ამერიკელთა ყიჟინა – ნუ გააძლიერებთ უკრაინის მტერსო (და მერე რა, რომ თავად ისინი, როდესაც მოეპრიანებათ, მაშინვე აძლიერებენ პირდაპირაც და ირიბადაც?!). ამდენად, თუ გავიხსენებთ, რამდენი რეზოლუცია გამოაცხვეს საქართველოს მისამართით და როგორ ჰგოდებდნენ ევროპარლამენტარები აქაური დემოკრატიის ბედზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სხვა არაფერია, თუ არა მათი მითითებების უსიტყვო მორჩილება (მეტიც – მორჩილება მაშინაც კი, როდესაც თავად მეგობრობის ძაფებს აბამენ რფ-სთან), იბადება ეჭვი, რომ იმდენად დაბალ ღობედ განგვიხილავენ, ვშიშობ, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვების სიხშირეც არ შეგვათანხმებინონ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი